"გიორგის ახალმა რჩეულმა დამბლოკა! ნუ, რა ვქნათ, ტვინი არ მუშაობს" - ლოლა წერეთელი
საზოგადოება - 22:59, 07 Oct, 2020     2087

რადიო ,,არ დაიდარდოს” და თაკო მელიქიშვილის გადაცემას საყვარელი მომღერალი ლოლა წერეთელი სტუმრობდა. მომღერალმა თავის ცხოვრებაზე ისაუბრა.

როგორც გავიგეთ, შენს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება?

კი ნამდვილად ასეა, ეს ადამიანი იმყოფება საფრანგეთში და სამწუხარო ის არის, რომ ვერ ვნახულობ ამ ეტაპზე, პანდემიის გამო.

ყოფილ მეუღლესთან გაქვთ თუ არა რაიმე კონტაქტი?

არა ჩვენი გზები გაიყარა, რაც ორივესთვის ძალიან კარგია, ასე სჯობს. ეგ ადამიანი თითქმის აღარც მახსოვს, ამიტომ არ მინდა საუბარი, ყველაფერი წარსულში დარჩა.

როგორ შეაფასებდი მას, როგორც კოლეგას?

მე და გიორგი, როდესაც დავშორდით მალევე გამოვიდა მისი სიმღერა ,,ბედნიერი ვარ”, რომელიც ჩვენი ერთად ცხოვრების დროს დაიწერა, ჩვენი საერთო სიმღერაა და მიყვარს ძალიან. ასევე არის კიდევ ერთი სიმღერა დაწერილი, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მე ვგრძნობ, რომ მალე იქნება. სხვა მისი სიმღერები არ მომისმენია, რადგან მისმა ახალმა რჩეულმა დამბლოკა გიორგის ექაუნთიდან, ალბათ იმიტომ, რომ არ არის მუსიკოსი და არ იცის, რას ნიშნავს იყო კოლეგა. თუმცა, ყველას თავის გზაზე ბედნიერ ცხოვრებას და წარმატებებს ვუსურვებ.

ახლა ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე, რომელიც დღეს მოგვიტანე?

პირველ რიგში მინდა ერთი სიახლე გითხრათ, ძალიან მალე იქნება ჩემი ალბომის პრეზენტაცია, მზადების პროცესში ვართ. დღევანდელი სიმღერა კი საჩუქარია დათო არჩვაძისგან და ნანა ცინცაძისგან, არანჟირება გააკეთა დავით უგრეხელიძემ, სტუდია ,,უნივერსალში”, ხმა კი ჩაიწერა გიორგი დათიაშვილთან ,,ფორტუნა რექორდსში”. ორი ჩემი მეგობარი გოგონა მომეხმარა არანჟირების თანხის გადახდაში, ეს სიმღერა ჩემი საჩუქარია და ეს სახელი უნდა ერქვას მას. დათო არჩვაძემ მითხრა, ლოლა ისეთი სიმღერა უნდა დავწერო, რომ მთელმა მსოფლიომ იმღეროს შენთან ერთადო, ეს სიმღერა ზუსტად ასეთია. ასევე იგეგმება კლიპის გადაღება, მეგობარი ბიჭები იყვნენ გუშინ ჩემთან და ვაგვარებდით ამ თემას, ესეც საჩუქარია, მე ბედნიერი ვარ, რომ ასე ვუყვარვარ ხალხს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42