“8 წლის თავზე თურმე აღმოაჩინეს რაღაც განსაკუთრებული რუკები, პროკურატურა ემსგავსება რაღაც პოლიტიკური ცირკის დაწესებულებას” – ოქრუაშვილი მელაშვილი-ილიჩოვას დაკავებაზე
პოლიტიკა - 18:40, 07 Oct, 2020     1028

გამარჯვებული საქართველოს დამფუძნებელი

ირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების - ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება. იგი აცხადებს, რომ არჩევნების წინ ამ საკითხის წამოწევა "პოლიტიკური მასკარადის ნიშნებს" შეიცავს.

"ძალიან კომიკურ სიტუაციაშია უკვე ხელისუფლება. 8 წლის თავზე თურმე აღმოაჩინეს რაღაც განსაკუთრებული რუკები. პროკურატურა უკვე ემსგავსება რაღაც პოლიტიკური ცირკის დაწესებულებას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მთავარი კითხვაა - მოტივი რა იყო ამ ადამიანების, თუ ეს ყველაფერი ასე იყო? აზერბაიჯანი რა რუკებით ხელმძღვანელობდა? რაღა მაინცდამაინც ჩვენ გვქონდა ასეთი რუკები და როგორ აღმოჩნდა ისე, რომ ორმა ადამიანმა იცოდა ამ რუკების არსებობა და არ იცოდა არქივის არც ერთმა თანამშრომელმა ან უშიშროების საბჭოს არც ერთმა წევრმა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ აზერბაიჯანთან საკითხის გარკვევას არავინ დაიწყებს, დაკავებულებს კი გაათავისუფლებენ და ბოდიშსაც მოუხდიან.

"ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა შედეგი დადგება ქვეყნის შიგნით, რა შედეგი დადგება ქვეყნის გარეთ, ანუ აზერბაიჯანს წავუყენებთ თუ არა პრეტენზიას, თუ მართლაც რუკების აღრევასთან გვქონდა საქმე, ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე. აშკარაა, რომ აზერბაიჯანთან მგონი ჯერჯერობით ამ საკითხის არც წამოწევა მომხდარა და არც გარკვევა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ეს თემა არჩევნების მერე ჩვეულებრივად ჩაივლის და არათუ აზერბაიჯანთან ვინმე არ დაიწყებს ამ საკითხის გარკვევას, არამედ ამ ადამიანებსაც ალბათ ბოდიშს მოუხდიან და გამოუშვებენ", - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42