ხელისუფლებას სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაცია უნდა - დაკავებული ივერი მელაშვილის ცოლის პირველი კომენტარი
პოლიტიკა - 17:22, 07 Oct, 2020     1090
სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრის ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე ქმრის დაკავების საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ კომისიის შეცვლისას გაჩნდა ეჭვი, რომ რაღაც საქმე „იკერებოდა“. სულაძე დაწყებულ გამოძიებას წინასაარჩევნო სცენარს უწოდებს:

"ბრალდება აბსურდულია. ეს არის დიდი სპექტაკლი, რომელსაც დიდი ხანია დგამდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კომისია შეცვალეს, გამიჩნდა ეჭვი, რომ რაღაცას აპირებდნენ.

ამდენი ხნის განმავლობაში, 8 წელია ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, თუ რაიმე იყო შეცდომა, ნუთუ მაშინ ვერ ნახეს? ქართულ ოცნებას უნდა, რომ გააშავოს ნაციონალები, რათა ხალხს ეგონოს, რომ ნაციონალები ყიდდნენ მიწებს. ამ სცენარის განხორციელება უნდოდათ ალბათ არჩევნების წინ 2 კვირით ადრე, მაგრამ გვარამიამ გააჟღერა ტელევიზიით და იძულებულები გახდნენ, რომ ცოტა ადრე განეხორციელებინათ საქმე. მათ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაცია უნდათ. პირდაპირ იმათთან ვერ მიდიან და ესენი გაწირეს. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამ დრომდე არავინ არ დაგვკავშირებია", - განაცხადა თამარ სულაძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42