“ივანიშვილის რეჟიმი შესულია აგონიურ კრუნჩხვებში, ეს ყველაფერი არჩევნებთან ერთად დასრულდება“ - სამადაშვილი
პოლიტიკა - 16:54, 07 Oct, 2020     721
„არჩევნებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში დასრულდება ის უკანონობა, რასაც დღეს ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს და რომელიც შეიძლება ითქვას პირდაპირ არის შესული აგონიურ კრუნჩხვებში" - ასე ეხმაურება ენმ-ის ერთ-ერთი ლოდერო სალომე სამადაშვილი გარეჯის თემაზე პროკურატურის ბრიფინგს.

"მსურს გამოვეხმაურო პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგს და განაცხადს, რომ ორი ექსპერტი დაკავებული იქნა სრულიად აბსურდული ბრალდებით. პირველ რიგში მინდა მივმართო დაკავებულების ოჯახებს და მათ მეგობრებს და დავამშვიდო ისინი. წარმომიდგენია რამხელა არის ის შოკი, რომელიც მათ მიიღეს, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ განხორციელდა სამართლებრივი დევნა.

მსურს მათ განვუმარტო, ჩათვალონ, რომ მათი ოჯახის წევრები დროებით გაუგებრობაში მოყვნენ, იმ გაუგებრობაში რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება.

არჩევნებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში დასრულდება ის უკანონობა, რასაც დღეს ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს, რომელიც შეიძლება ითქვას პირდაპირ არის შესული აგონიურ კრუნჩხვებში. როგორც ჩანს ივანიშვილმა თავისი მართვის ბოლო სამ კვირაში გადაწყვიტა ჩაიდინოს კიდევ არაერთი სისულელე, რომელზეც აუცილებლქად მოეთხოვება პასუხი მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მე მინდა პირველ რიგში განვმარტო, რომ აბსურდულია განაცხადი, რომ შეთანხმბა არის მიღწეული რაიმე ტერიტორიების გადაცემაზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე რეჟიმში არის მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხზე საქართველოს და აზერბაიჯანს შორის.

ამ პროცესში დღეს, როდესაც აზერბაიჯანი იმყოფება საომარ მდგომარეობაში, საქართველოს ხელისუფლების განაცხადი, რომ აზერბაიჯანს წინა ხელისუფლების დროს გადაეცა ტერიტორიები, საერთოდ გაუგებარია და დამატებით უზარმაზარ საფრთხეს აჩენს ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

არ შეიძლება ვინმეს, ვისაც საკუთარი დღის წესრიგი აქვს ჩვენი ქვეტნის კეთილდღეობა და უსაფრთხოება, მსგავსი ნაბიჯი გადაედგა.

რეალურად საქმე გვაქვს იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია ადამიანის ცხოვრება. მათ შორის, ხანდაზმული და ღვაწლმოსილი ექსპერტის ცხოვრება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს ფაქტიურად გახდა სამართლებრივი დევნის მსხვერპლი ერთადერთი მოტივანიით და ეს მოტივაცია ცხადია არის პოლიტიკური.

რეალური ამოცანა რაც აქვს დღეს ხელისუფლებას, არის ის, რომ დაკავებულმა ადამიანებმა მისცენ ჩვენება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ და წინა საარჩევნოდ სიკვდილის, გადარჩენის ფაზაში მყოფმა პოლიტიკურმა რეჟიმმა ბიძინა ივანიშვილის შეეცადოს რომ საზოგაოება კიდევ ერთხელ მოატყუოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების მოგონილი ზღაპრებით.

ეს არის ერთადერთი მოტივაცია, ამიტომ ჩემი აზრით და დარწმუნებული ვარ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ აზრს გაითვალისწინებენ და დაგვეთანხმებიან ამ აზრში,დღეს დაკავებული ექსპერტები არიან პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმაჯულების მსხვერპლი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დღეიდანვე დავიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას მათი განთავისუფლების მისაღწევად. თუმცა რამდენიმე კვირაში ეს ხელისუფლება, უკანონობა და უსამართლობა ჩვენს ქვეყანაში დასრულდება და ეს ორი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც დღეს ტოტალიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებულმა ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის პოლიტიკურმა სისტემამ გაწირა, რა თქმა უნდა განთავისუფლდება და აუცილებლად იპოვის სიმართლეს."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42