„აი ეს, ხანდაზმული და პატივცემული, უწესიერესი მეცნიერი დაიჭირა დღეს ბიძინამ სრულიად მოგონილ, წარმოუდგენლად აბსურდულ დავით გარეჯის საქმეზე. ნამდვილი პატრიოტი და ნამდვილი კაცი.
ასე, მიშა სააკაშილს გაუსწორდეს ოღონდ, და ხანდაზმულ კაცს პოლიტიკურად შეკერილი საქმით ფაქტიურად სასიკვდილოდ იმეტებს (გაიხსენეთ, ჟვანიას საქმეზე იგივე რომ ქნა ასევე ხანდაზმული და უწესიერესი და მაღალი რეპუტაციის და კვალიფიკაციის ექსპერტ ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ შეეწირა ამ საქმეს), პრაქტიკულად მეორე, პარალელური ტერიტორიული ომის ფრონტს უხსნის უახლოეს მოკავშრე აზერბაიჯანს და ანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. სულ მხოლოდ ერთი მიზეზით - არჩევნები არ წააგოს და ამ გზაზე მთავარი წინაღობა, მიშა მოიშოროს.
ოღონდ მაინც გაფარჩაკდებიან არჩევნებში და მე პირადად ამიერიდან ივერი მელაშვილის სახელით და პირველ რიგში მისთვის ვიბრძოლებ ამ დედამოტყნული სვავის წინააღმდეგ.
ივერიის გადასარჩნად, ბატონი ივერის სახელით!
პირველი, რასაც ამ გზაზე ვიზამ, უახლოეს "მთავარი აქცენტებს" ამ საუკუნის სირცხვილ საქმეს და ბატონ ივერის მივუძღვნი. კვირას გვიყურეთ.
p.s. ჩვენი ჭეშმარიტად ქრისტიანულად "შემწყნარებელი", საპატრიარქოც რომ გვერდში ყავს ამოყენებული ამ სიბნელის და არაადამიანობის გასაკეთებლად, ეგეც არ დაგვავიწყდეს“ - წერს ნიკა ფეისბუკის საკუთარ გვერზე.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
მასალის გამოყენების პირობები






