"აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ახლად აღმოჩენილი გარემოებებით და იმ ფაქტებით, რაც დადგინდება გამოძიების ფარგლებში, უკვე ვეცდებით, განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც, როგორც ირკვევა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო სავარაუდოდ მიღებული. გამოძიების მიერ გამოსაკვლევი დავით-გარეჯის საქმე არის შიდასახელმწიფოებრივი, საშინაო საქმე და აქ არ შეიძლება და ვერც გვექნება ვერანაირი პრეტენზია აზერბაიჯანულ მხარესთან. პასუხი უნდა გაეცეს მძიმე შეკითხვას - რატომ გამოიყენეს ძველი რუკები დემარკაციის საკითხში. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
მასალის გამოყენების პირობები






