პარტია "რეფორმერი“ ლუდომანიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთო
პოლიტიკა - 15:41, 07 Oct, 2020     812

პარტია „რეფორმერმა“ და სამოქალაქო მოძრაობამ „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი მოიცავს თანამშრომლობას ლუდომანიის წინააღმდეგ და ახალ ინიციატივებს სათამაშო ბიზნესში რეგულაციების გამკაცრების მიზნით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარტია „რეფორმერის“ გენერალურმა მდივანმა ანი ჯაფარიძემ და ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელმა თამარ ჯაფარიძემ.

ანი ჯაფარიძე, პარტია „რეფორმერის“ გენერალური მდივანი: დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი სამოქალაქო მოძრაობასთან. ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წლებია იბრძვის ლუდომანიის წინააღმდეგ.

ჩვენი ვალია ყველამ ხმა ავიმაღლოთ ამ პრობლემის წინააღმდეგ, რომელიც შეეხო ძალიან ბევრ ოჯახს. ეს არის გლობალური პრობლემა, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც მძიმე სოციალური ფონია. ამ ფონზე ლუდომანიამ სავალალო შედეგები მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს, უამრავ ოჯახს.

მეტი სოციალური პასუხისმგებლობა - ეს უნდა გავაცნობიეროთ ყველამ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, საქართველოს ყველა მოქალაქემ“ - განაცხადა პარტია“რეფორმერის“ გენერალურმა მდივანმა ანი ჯაფარიძემ.

თამარ ჯაფარიძე: “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ : ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პარტია „რეფორმერთან“, ეს არის ახალგაზრდა ლიდერების პარტია, რომელიც ორიენტირებულია დამკვიდრდეს ცხოვრების ჯანსაღი წესი და შეიქმნას მდგრადი, განვითარებადი გარემო.

რაც უფრო მეტი პარტია და ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში, მით უფრო მყისიერი იქნება სახელმწიფოს ნაბიჯები ამ მიმართულებით. აუცილებელია საკანონმდებლო ინიციატივების ხელახლა მომზადება, დარწმუნებული ვარ „რეფორმერის“ დახმარებით ამ ინიციატივებზე მუშაობა საქართველოს პარლამენტში ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე მოხდება.

ჩვენს ორგანიზაციას უკვე ჰყავს წარმომადგენლობა იტალიაში. ლუდომანია იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი დედებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენს საქმიანობას იტალიაში უხელმძღვანელებს ქართველი ემიგრანტი ინგა გვანცელაძე. მისი მეშვეობით ჩვენ უკვე დავუკავშირდით იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, ლუდომანიის პრევენციის ცენტრს. უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა იქნება ეფექტური და ლუდომანიას ერთხელ და საბოლოოდ დავამარცხებთ“ - განაცხდა თამარ ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42