დადგება თუ არა ყოფილი ხელისუფლების სხვა წევრების მიმართ პასუხისგების საკითხი, ამაზე უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ არაფერია გამორიცხული და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.
საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო ცდილობს აღნიშნული თემის დაკავშირებას, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ წინასაარჩევნოდ სწორედ ამ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამდნენ, მანამდე კი დავით-გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება ამ მოლოდინისთვის ნიადაგის შემზადებას ემსახურება. პროკურატურა თავის მხრივ თავს იკავებს კონკრეტული პასუხების გაცემისგან, ოპოზიციაში კი დაწრწმუნებულები არიან, რომ შოთაძის უწყების გააქტიურება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. ხელისუყფლების ოპონენტები მმართველ ძალას ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ თემაზე უკვე გააკეთა კომენტარი და დაწყებულ გამოძიებას დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, ქართული მიწის გაყიდვა დააბრალოს.
მასალის გამოყენების პირობები






