უგულავას თქმით, სოსო გოგაშვილი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე ბინძური წარმომადგენელი იყო და ხალხს, რომელსაც ლუკმა-პურის პრობლემა აწუხებს, არ აინტერესებთ ივანიშვილის მარიონეტული თამაშები.
სოსო გოგაშვილი ამ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური წარმომადგენელი იყო, ეხლა რომელიმე თავის ბინძურ ტიპს მოიშორებს, გვერდით გაწევს თუ ახლოს მოწევს, ეს არის ივანიშვილის მარიონეტული თამაშები, რომელსაც არსებითად ხალხთან არანაირი საქმე არ აქვს. ამ თამაშებს რომ გადაყვა ხელისუფლება, იმიტომ გაღარიბდა, იმიტომ გვაქვს ეკონომიკა კოლაფსში, იმიტომ ვართ ჭაობზე და ვაქნევთ ხელს და გვგონია, რომ წინ წავალთ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჭაობზე ხელების ქნევა ნიშნავს ჩაძირვას, ხალხს ლუკმა-პურის პრობლემები აწუხებს და გოგაშვილი სულ ფეხე კიდიათ ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს.“ -განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






