ივანიშვილმა პრაქტიკულად ანაკლია აქცია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 14:59, 07 Oct, 2020     636
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც ზღვიდან ამოტანილი ქვიშა ქარის დროს ქალაქს დიდ ზიანს აყენებს.

უგულავას თქმით, ის რაც ხდება ანაკლიაში არის კატასტროფა და ეს არის ივანიშვილის მავნბელობისა და რუსეთისადმი მაამებლობის შედეგი.

უგულავამ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრას სჭირდება ან კონსერვაცია, რომელიც საკმაოდ დიდი თანხებთან არის დაკაშირებული, ან პორტის მშენებლობის განახლება, ხოლო ამას კი სჭირდება პოლიტიკური ცვლილება, რადგან როგორც უგულავა ამბობს, ივანიშვილის ხელისუფლება, რუსეთთან მაამებლობის გამო არ აპირებს ამ პორტის აშენებას.

„დღეს აქ პირბადის მნიშვნელობა კოვიდით არ არის განპირობებული, აქ, ანალკლიაში, პირდაპირი მნიშვნელობით კატასტროფული მდგომარეობაა. საზოგადოებამ იცის, რომ ივანიშვილმა რუსების მაამებლობის გამო შეაჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა, პორტის მშენებლობა იყო დაწყებული და უდიდესი ოდენობის წყლიდან ქვიშა არის ამოტანილი და ჩვენ უკან ვხედავთ ქვიშის მთას და ოდნავი ქარის პირობებში პრაქტიკულად, ქვიშით ივსება მთელი ანაკლია, ადამიანების სახლები და მათი ფილტვები.

ეს არის კატასტროფა, რადგან თუ დროზე არ მივხედეთ ამას, კურორტი, რომელიც განვითარებას, პერსპექტივას და შესაძლებლობას წარმოადგენდა ზუგდიდელებისათვის, პირიქით გახდება მკვდარი ზონა, რადგან ეს არის ქვიშა, რომელიც არაფერში გამოდგება, აქ არაფერი არ ამოვა, არაფერი არ გაიხარებს. ივანიშვილმა პრაქტიკულად ეს ქალაქი აქცია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად და ამის გამოსავალი არის ერთადერთი, ამ პორტის მშენებლობა უნდა განახლდეს და პორტი აქ უნდა აშენდეს, რაც იქნება აქაურობის ეკონომიკური გაჯანსაღების, ახალი სამუშაო ადგილებისა და უამრავი ახალი პერსექტივის გაჩენის შესაძლებლობა არამარტო ანაკლიისა და ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანად სამეგრელოს რეგიონისათვის. გამოსავალი აქ ერთადერთია, დანარჩენი, ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი ამას მარტო ვერ მოერევა, ამას სჭირდება დიდი საკონსერვაციო თანხა, რომელსაც ხელისუფლება არ გამოყოფს და ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ანაკლიაში მცხოვრები ადამიანების ხარჯზე, რომლებსაც ისედაც სეზონი ჩაუვარდათ, ისედაც ვალებში გადავარდნენ, ისედაც ტურისტები აღარ ჰყავთ, ისედაც დაცარიელებულია და ამ ყველაფერს ემატება ეს უბედურება, რომელიც ცოცხლად მარხავს ამხელა განვითარებას და პერსპექტივას. ეს არის რუსეთის მაამებლობისა და მავნებლობის შედეგი ივანიშვილის მხრიდან.

კონსერვაცია, ეს იქნება მოკლევადიანი და საკმაოდ ძვირი გამოსავალი, ხოლო მთავარი გამოსავალი იქნება აქ პორტის მშენებლობის განახლება და მისი აშენება. ამ ცვლილებას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური გამოსავალი, პოლიტიკური ცვლილება, რათა წავიდეს ხელისუფლებიდან ივანიშვილის ოცნება, რომელმაც ჩააგდო ეს პორტი და ასეთ დღეში დატოვა მოსახლეობა.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42