ნინო ბურჯანაძე ხარაგაულში მხარდამჭერებს შეხვდა
პოლიტიკა - 14:23, 07 Oct, 2020     865
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად იმერეთის რეგიონში მხარდამჭერებს ხვდება. ხარაგაულში ამომრჩევლებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს, როგორიცაა მოუწესრიგებელი გზები, ცხოვრების დაბალი დონე, უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე ყველა ოჯახში.

ნინო ბურჯანაძისგან მხარდამჭერებმა მოისმინეს პრობლემების მოგვარების გზები, გააცნეს საარჩევნო პროგრამის ის მიმართულებები, რომელიც რაიონებში მოქალაქეების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს.

„ხარაგაულში ისე როგორც სხვა ქალაქებსა და რაიონებში ხალხს ძალიან უჭირს. აქ ადამიანები ფაქტიურად უმუშევრები არიან, არ აქვთ ელემენტარული საარსებო პირობები. ინფრასტრუქტურა დანგრეულია, ამბობენ რომ ხელისუფლება გზებს ახლა აგებს, მაგრამ ესეც არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილი და ამიტომ რამდენად ფუნდამენტურად იგება გზები, ვფიქრობ საეჭვოა.

მოსახლეობას არ აქვს ლიცენზია, რომ მოჭრას შეშა და ზამთრისთვის მოემზადოს. ხელისუფლებამ ვერ მოიცალა დროულად გასცეს ლიცენზია, რომ ადამიანები სითბოს გარეშე არ დარჩნენ. “ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალგაზრდების დასაქმება იყო ძირითადი მიმართულებები რაზეც ნინო ბურჯანაძე ხარაგაულის მოსახლეობას ესაუბრა.

„ამ ხელისუფლებამ გლეხი თავის მიწასთან უყურადღებოდ დატოვა. ჩვენ შეგვიძლია რაიონებსა თუ სოფლებში მათ მივცეთ შანსი მოიყვანოს და თვითონ მიიტანოს თავისი პროდუქცია სადაც მოესუვერა. მე შევეცდები, რომ ეს ადამიანები დავარწმუნო, იმაში რომ მხოლოდ მე და ჩემს გუნდს, ვისაც გვაქვს ძალა და გამოცდილება, შეგვიძლია გადავწყვიტოთ მათი პრობლემები და მივცეთ უკეთესი ცხოვრების შანსი“. - განაცხადა ხარაგაულში ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42