"ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის"- თორნიკე ართქმელაძე
პოლიტიკა - 14:25, 07 Oct, 2020     930
"ლელოს" წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თორნიკე ართქმელაძემ წყალტუბოში, ბრიფინგი გამართა და წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების" მხრიდან მნიშვნელოვან კანონდარღვევების შესახებ ისაუბრა. კანონდარღვევაზე, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას, ძალადობასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება.

ართქმელაძის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები, ღონისძიებას "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე დაესწრო, რაც ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე მიუთითებს.

„წყალტუბოს მერიის მიერ ორგანიზებულ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებას, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე არა მხოლოდ ესწრებოდა, არამედ საჩუქრები გადასცა საპატიო მოქალაქეებს. რაც არის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ინფორმაცია და ფოტოები დაიდო წყალტუბოს მერიის ოფიციალურ facebook გვერდზე. აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებას და ამომრჩევლის მოსყიდვას. რამდენიმე დღის წინ ჩემს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი იობიძემ თავის თანამშრომლებს მოუწოდა კომენტარების დაწერისკენ, რასაც მოყვა ორკესტრირებულად გივი ჭიჭინაძის მხარდამჭერი კომენტარების დაწერა,"- აცხადებს ართქმელაძე.

"ლელოს" წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, 5 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" ტრენინგზე ერთად შეკრიბა საარჩევნო კომისიის წევრები და პარტაქტივი. ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო კომისიის წევრები არ არიან ობიექტურები და ისინი არ მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.

წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დარღვევის შესახებ "ლელო" ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს მიაწვდის და საჩივარს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42