გოგორიშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ადამიანებს აქვთ პირობა, რომ ისინი მოიგებენ სახელმწიფო ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებს, თუკი ისინი შემდეგში მმართველ პარტიას შეწირავენ თანხას.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 118 ძალაინ ცოტაა, რადგან საქართველოში გაცილებით მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც წინა დღეს შექმნიან შპს-ს და მეორე დღეს ტენდერს იგებენ, ან პირდაპირი შესყიდვით სხვადასხვა პროექტში რამდენიმე მილიონს იღებს. ეს ხდება როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.
ასე, რომ ყველა ამ ადამიანს აქვს პირობა, რომ ყველაფერს ამას მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ გახდებიან ქართული ოცნების შემომწირეველები. სახელები და გვარები ამ 118 ადამიანის ცნობილი არ არის, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ეს შემომწირველი დანამდვილებით იქნება სახლემწიფო ტენდერში გამარჯვებული ან პირდაპირი შესყიდვით ექნება მიღებული მილიონობით თანხა.“ - აცხადებს გოგორიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






