გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური ოპროცესი არ შეცერდება - ინფორმაცია მედიას მთავრობის მეთაურმა, გორგი გახარიამ მიაწოდა.
მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები პირბადით და დისტანციის დაცვით ჩატარდება.
მისივე თქმით, "ზოგიერთი ვაი ექსპერტის" მოწოდების მიუუხედავად, პროცესი შეფერხების გარეშე ჩაივლის.
გახარია ამბობს, რომ საქართველო, სხვებთან შედარებით, პანდემიას ეფექტურად მართავს.
"ჩვენ შეიძლება, მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ მოვიპოვოთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველი - მოქალაქეების ჯანმრთელობა, მეორე - არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც სერიოზულ დისკომფორტსა და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და მესამე - სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ საარჩევნო პროცესი და ჩავატაროთ ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში", - თქვა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






