"არა სააკაშვილს პრემიერად" - "ევროპული საქართველოს" მორიგი შეტევა ყოფილ თანაგუნდელებზე
პოლიტიკა - 12:08, 07 Oct, 2020     953
„ევროპული საქართველოს“ ბრძოლა ორ ფრონტზე - ოპოზიციური პარტია სახელისუფლებო გუნდის გარდა ყოფილ თანამებრძოლებს უპირისპირდება და საზოგადოებას ახალ წინასაარჩევნო სლოგანს სთავაზობს - „არა ივანიშვილს, არა სააკაშვილს პრემიერად, გარდამტეხი ცვლილებების დროა, მოგვწერე 2 თუ ეთანხმები“ - ამ შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებები პარტიამ მოაქლაქეებს გუშინ გაუგზავნა.

„ევროპულ საქართველოში“ განმარტავენ, რომ ამ კამპანიის მიზანი არის მოსახლეობისთვის იმის შეხსენება, რომ ქვეყანაში მხოლოდ ეს ორი პოლიტიკოსი არ არის და რომ არსებობს სხვა ალტერნატიული ძალა, რომელზეც საზოგადოებას არჩევანის გაკეთება შეუძლია:

ჩვენი გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ გვინდა ცვლილებები. ივანიშვილს სურს ამ ჭაობის შენარჩუნება, სააკაშვილს კი სურს, დაგვაბრუნოს 2012 წლის დროინდელ ვითარებაში, ევროპულ საქართველოს კი სურს გარდამტეხი ცვლილებები ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ გვინდა ივანიშვილის დამარცხება და არ გვინდა, რომსააკაშვილის გახდეს პრემიერი, ჩვენი ამომრჩევლისთვის ეს გზავნილი უნდა იყოს მკაფიო. „ნციონალური მოძრაობა“ იქნება ერთ-ერთი მოთამაშე ევროპულ კოალიციურ მთავრობაში, მაგრამ სააკაშვილი პრემიერიად, ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა ჩვენთვის არის მიუღებელი, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ის ცვლილებები, რომელიც ესაჭიროება ხალხს და არა კონკრეტულ პიროვნებებს“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში ევროპული საქართველოს სტრატეგიას გამოეხმაურნენ, პარტიაში აცხადებენ, რომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ წარმებული კამპანიით ცდილობეს მეტი ამომრჩეველი მიიზიდოს:

„მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ქვეყანამ დაამარცხოს გაჭირვება, ეკონომიკური სიდუხჭირე, რასაც სხვადასხვა პარტიები აკეთებენ თავიანთი საარჩევნო პიარისთვის, დამატებითი მანდატების მოპოვებას ემსახურება. ფიქრობენ, რომ ეს მოუტანთ დამატებით მანდატებს, თუმცა, რამდენად გაამართლებს ეს სტრატეგია, ამას უკვე 31 ოქტომბერს გავიგებთ“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42