მოვუწოდებ მარეგულირებელ კომისიას, დროულად, დაყოვნების გარეშე, მისცეს საშუალება ტელეკომპანიებს, რომ ჩვენი კლიპი გავიდეს მათ ეთერში -კაპანაძე
პოლიტიკა - 12:57, 07 Oct, 2020     832

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლი, სერგი კაპანაძე, მარეგულირებელ კომისიას მიმართავს, რომ დროულად გააკეთონ განმარტება რეგულაციასთან დაკავშირებით, რათა ტელევიზიებს მიეცეთ საშუალება გაუშვან ევროპული საქართველოს კლიპი მათ ეთერში.

კაპანაძის თქმით, ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და კლიპი, სადაც ნეგატიურ კონტექსტში არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, იზღუდება ტელევიზიების მიერ კონკრეტული რეგულაციის გამო, რომელიც არ არის სრულად დასაბუთებული.

„ევროპულმა საქართველომ რამდენიმე დღის წინაც გააკეთა განცხადება, რომ რამდენიმე მედია-საშუალება, მთავარი და იმედი, არ უშვებენ ეთერში სარეკლამო კლიპს, რომელიც ევროპულმა საქართველომ მოამზადა. სრულიად გაუგებარი მიზეზებით და გასაგებია, რომ ამ კლიპის გაშვება არ აწყობთ არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ეს კლიპი ეხება, მაგრამ ასევე გასაგებია, რომ ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მარეგულირებელი კომისიის მხრიდან და იმ რეგულაციების მხრიდან, რომელსაც მარეგულირებელი კომისია ეფარება ხოლმე და აჯარიმებს სხვადასვა ტელევიზიებს.

გუშინ, ნიკა გვარამიამ მიმართა მარეგულირებელს, რომ დროულად მისცეს განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმეორებთ იმ მიმართვას, რომელიც გვქონდა 2 დღის წინ, რომ დროულად მიეცეს ნება ან განიმარტოს ის მუხლი, რომელიც შეიძლება იყოს აღქმული განსხვავებულად, რომ ის მუხლი განიმარტოს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ევროპულ საქართველოს მიეცეს საშუალება, რომ კლიპი, რომელიც ეხება ერთიმხრივ, ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ ქვეყნის ჭაობში დატოვების მსურველ პოლიტიკურ ძალას და მეორემხრივ, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც არ ძალუძს ასევე ცვლილებები და არის საუბარი ჩვენს გეგმებზე, თუ წინ როგორ წავიყვანოთ ქვეყანა, რომ ეს კლიპი გაუშვან უახლოეს მომავალში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წინასაარჩევნო გზავნილები ყველა მედია საშუალების გამოყენებით მივიდეს საზოგადოებამდე.

ჩვენ რათქმაუნდა ვიყენებთ სოციალურ მედიასაც, სხვა საშუალებებსაც , მაგრამ ჩვენი მოსაზრებების გაშვება ტელევიზიით არის მნიშვნელოვანი და ამის შეზღუდვა არ არის კონსტიტუციური და კანონიერი.

ამიტომ, მოვუწოდებ მარეგულირებელ კომისიას, რომ დროულად, დაყოვნების გარეშე, მისცეს საშუალება ტელეკომპანიებს, რომ ჩვენი კლიპი გავიდეს და ხალმა ნახოს.“ -აცხადებს კაპანაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42