ადამიანები სიმართლეს გრძნობენ, "ოცნება" მათ მოტყუებას ვეღარ შეძლებს - ბადრი ჯაფარიძე
პოლიტიკა - 20:32, 06 Oct, 2020     1160

"ლელოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ "ქართუს" მიერ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის იპოდრომის უსასყიდლოდ გადაცემას გამოეხმაურა.


ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ოცნებას" აქვს სურვილი, ზარზეიმით წარმოაჩინოს ამბავი, რომ ფონდმა „ქართუმ" მერიას იპოდრომი დაუბრუნა, თუმცა, მისივე განმარტებით, დედაქალაქის მაცხოვრებლებს საქმე აქვთ მორიგ წინასაარჩევნო ხრიკთან.

"ფონდ "ქართუს" მიერ იპოდრომის ვითომ დედაქალაქისთვის ჩუქება არის ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა. თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდს და მის პარტიას, ამისთვის ჰქონდათ მთელი რვა წელი და მათ არაფერი გააკეთეს.
„ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა ზუსტად ისე უპატრონეს იპოდრომს, როგორც საქართველოს ამ 8 წელიწადში. ახლა კიდევ აქვთ მცდელობა და სურვილი, ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ. თითქოს, ახლა შეძლებენ იპოდრომის მოვლას, ისე, როგორც გაავერანეს "ლაგუნა ვერე" და კიდევ არაერთი აქტივი თბილისსა და მთელ საქართველოში.
წლების განმავლობაში ეს უმნიშვნელოვანესი ტერიტორია - რეკრეაციული ზონა მთელი თბილისისთვის და საბურთალოსთვის იყო მიგდებული, ახლა არჩევნების წინ, თითქოს დიდი მნიშვნელოვანი ჟესტი გაკეთდა მათი მხრიდან. სინამდვილეში, ეს არის მორიგი ხრიკი, კიდევ ერთხელ ვამბობ, წინასაარჩვენო ხრიკი, რომ იქნებ ამ დაპირების საფუძველზე მაინც ვინმე წამოეგოს მორიგ ფანდზე და ამით ისარგებლოს „ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა," - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ლელოს" გენერალური მდივნის თქმით, ქართველი ხალხი აღარ მოტყუვდება. ადამიანები არჩევენ ყალბს და ორიგინალს ერთმანეთისგან და არჩევნებზეც შესაბამისად იმოქმედებენ.

"ადამიანები ხედავენ და გრძნობენ, როგორ „უვლის" ქვეყანას „ოცნება", როგორ გაავერანეს ის უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული ზონა და ასევე, როგორი მოუვლელია უმნიშვნელოვანესი „ლაგუნა ვერე" ყველა ჩვენგანისთვის, ყველა თბილისელისთვის. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა „ქართული ოცნებისგან" და ივანიშვილისგან იმისათვის, რომ დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. საბურთალოზე „ქართული ოცნება" მარცხდება, სერგეენკო მარცხდება, ეს უკვე თვალსაჩინოა და დღევანდელი ხრიკიც ამას ემსახურება, იქნებ როგორმე შეაჩერონ „ქართული ოცნების" დამარცხების შეუქცევადი პროცესი," - აცხადებს ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42