გოგორიშვილის თქმით, საჭიროა შესაბამისი ბაზის შექმნა ჯანდაცვის სამინისტროსგან, რათა არსებობდეს ზუსტი რაოდენობა იმ ადამიანების ვინც იმყოფებიან თვითიზოლაციაში, კარანტინსა და სტაციონარში და არ შეექმნათ საფრთხე მათ კონსტიტუციურ უფლებას.
„საბედნიეროდ ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი და ამ საკითხზე მუშაობა არის დაწყებული და იმედია, რომ ამ პერიოდში რაღაცას შეცვლის ცენტრალური საარჩევნო კომისია, აქ მთავარი რათქმაუნდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებია.
თავისთავად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სამწუხაროდ ყოველდღიურაც იზრდება და შესაბამისად არ შეგვიძლია ეხლა ვთქვათ რამდენი ადამიანის საარჩევნო უფლებაზეა საუბარი. ეს ადამიანები იყოფიან სამ ჯგუფად, ერთი ვინც იმყოფებიან საავადმყოფოებში, თავისთვად, საავადმყოფოში არიან ბოქსირებულ და ჩვეულებრივ პალატებში, ამას ემატება თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები და მესამე კატეგორია ეს არის კარანტინის ზონაში მყოფი ადამიანები.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მსჯელობა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ სტაციონარებსა და საკარანტინე ცენტრებში მყოფ ადამიანებზე. ცემტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი პოზიცია, სამწუხაროდ, იყო, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებაი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მარტივია მიზეზის დადგენა, ეს არის ჩვეულებრივი ქოცური სტანდარტი, როდესაც ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს ბაზა და ინფორმაცია, სად ვინ და რამდენი ადამიანია თვითიზოლაციაში. ამ ბაზის არსებობის შემთვევაში, ძალიან მარტივია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო ადმინისტრაციებმა მთელი საქართველოს მასშტაბით არ დაუკარგონ საკონსტიტუციო უფლება ამ ათასობით ადამიანს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც იმედია სხვა ოპოზოციური პარტიები, მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, მოფიქრებული იქნას რეგულაციები და მოსთხოვონ პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს, ნება იბოძონ და რამე მაინც გააკეთონ და შეადგინონ იმ ადამიანთა ზუსტი რაოდენობის აღწერა, ვინც არის თვითიზოლაციაში, ძალიან ადვილია და ძალიან მარტივად შეიძლება ამ ადამიანებმა ჩვეულებრივად განახორციელონ თავისი საკონსტიტუციო უფლება, თავისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. თუ თვითონ ვერ მოიფიქრებენ ამას, ჩვენ ამ გეგმას აუცილებლად მივაწვდით.“ -განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






