სწორედ ასეთი მრავალფეროვანი ერთიანობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს - შალვა შავგულიძე
პოლიტიკა - 18:59, 06 Oct, 2020     1127

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში, შალვა შავგულიძესთან ერთად, თბილისის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული საქართველოს ლიდერები, სერგი კაპანაძე და ირაკლი აბესაძე. ევროპული საქართველოს წევრებმა მოსახლეობასთან გარდამტეხი ცვლილებების გეგმაზე ისაუბრეს.

შალვა შავგულიძის თქმით, უნდა დასრულდეს ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა და ის კოალიციურმა მთავრობამ უნდა ჩაანაცვლოს, რომლის მოთხოვნაც არის საზოგადოებაში. შავგულიძემ აღნიშნა, რომ სწორედ კოალიციურ მთავრობას, მრავალფეროვან ერთიანობას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები.

„მადლობას ვუხდი ევროპულ საქართველოს პარტნიორობისა და შესაძლებლობისათვის, მოხარული ვარ, რომ ამ კვალიფიციურ და ჭეშმარიტად ქვეყნის მოყვარულ გუნდთან ერთად მომეცა შესაძლებლობა ვიბრძოლო საქართველოს ევროპული მომავლისათვის.

მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, რომ მათი სახელით ვიბრძოლო მთაწმნინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ.

ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმ ღირებულებების და სიკეთეებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ქვეყანაში სამართლის დამკვიდრებისათვის, რომლის გარეშეც მშვიდად ვერ ცხოვრობს ადამიანი. სამართლის უზენაესობა აუცილებელი პირობაა ეკონომიკის განვითარებისათვის, ვინაიდან უსამართლო ქვეყანაში არც უცხოური ინვესტიციები შემოდის დ არაც ადგილობრივი ბიზნესი ვითარდება.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევისათვის, საერთაშორისო განათლების სტანდარტის შექმნისათვის, შშმ პირების და პენსიონერების ღირსეული ცხოვრებისათვის, დევნილთა და ომის ვეტერანთათვის, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვისათვის, სამართლიანი და ეფექტიანი სოციალურო პოლიტიკისათვის და ა.შ.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მისი დაცვის და შენარჩუნებისათვის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ ქვეყანაში ბედნიერებისაკენ ადამიანის სწრაფვის უფლების უზრუნველყოფისათვის, ყოველივე ამას კი ხელს უშლის ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ და შევცვალოთ.

დიახ, ცვლილებების დროა და ამ ცვლილებების განხორციელება არჩევნების პროცესში საქართველოს დასავლური ოპოზიციური ძალების მაქსიმალურ კოორდინაციასა და გამარჯვების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნაში მდგომარეობს. ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმარველობაზე უარის თქმა და ქვეყნის კოალიციური მთავრობით მართვა წარმოადგენს დღეს საქართველოს მოქალაქეთა მოთხოვნას და ამ მოთხოვნის შესრულებაშია გამარჯვების გასაღები. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი ერთიანობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და გავიმარჯვებთ.“ - განაცხადა შავგულიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42