ვიღაცას უნდა 2019 წელი, ვიღაცას 2012 წელი, ჩვენ კი გვინდა 2021 წელი, რომელიც იქნება უკეთესი ვიდრე ყველა სხვა წელი - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 18:17, 06 Oct, 2020     968

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში, შალვა შავგულიძესთან ერთად თბილისის მოსახლეობას შეხვდა

შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები, სერგი კაპანაძე და ირაკლი აბესაძე. შეხვედრაზე ევროპული საქართველომ წარადგინა გარდამტეხი ცვლილებების გეგმა.

დავით ბაქრაძის თქმით, იმ მძიმე კრიზისს, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, სჭირდება მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ და არ დატოვებს არც აწმყოში და არ დააუბრუნებს არც წარსულში.

„ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, იმიტომ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორად, იმიტომ, რომ არ იქმნება სამუშაო ადგილები და მატულობს უმუშევრობა, იმიტომ, რომ ოჯახებს არ აქვთ შემოსავალი და იზრდება ფასები, იმიტომ, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჭირს თავის გატანა და ოჯახის შენახვა, იმიტომ, რომ ჩვენს ქუჩებში დაბრუნდა კრიმინალი, რომელიც დამარცხებული იყო, ძალიან ბევრი მიზეზი დაგროვდა, რის გამოც ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და ყველა ეს ცვლილება, გარდამტეხი ცვლილება უნდა მოიტანოს 31 ოქტომბრის არჩევნებმა.

ვინ შეიძლება მოიტანოს ეს ცვლილებები? გუნდმა, რომელსაც აქვს ხედვა და გამოცდილება, გუნდმა, რომელსაც გაუკეთებია საქმე, ჩვენ დღეს ვართ არჩევანის წინაშე, დავტოვოთ აწმყო, რადგან არის ერთი მხარე, რომელიც გვეუბნება, რომ დავტოვოთ აწმყო, ეს ჭაობი, რომელშიც დღეს ვართ და ყველაფერი კარგად არის. ჩვენი არჩევანი არ იქნება აწმყოს და ჭაობის დატოვება, მაგრამ ასევე მკაფიოდ უნდა ვოცოდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენი არჩევანი არ იქნება 2012 წელში დაბრუნება, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ წარსულზე, კარგზეც და ცუდზეც, მაგრამ თუ გვინდა უკეთესობა, წინსვლა, ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ. ვიღაცას უნდა 2019 წელი, ვიღაცას უნდა 2012 წელი, ჩვენ კი გვინდა 2021 წელი, რომელიც იქნება უკეთესი ვიდრე ყველა სხვა წელი.

სწორედ ამ 2021 წელმა უნდა მოიტანოს ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაქვს გეგმაში. 100 000 სამუშაო ადგილის შექმნა, თითოეული ოჯახისთვის დაზოგილი 2000 ლარი და შემცირებული გადასახადები, გაორმაგებული პენსია, სოციალური და დევნილთა დამხარება, დამარცხებული კრიმინალი და ფეხზე დამდგარი დამოუკიდებელი სასამართლო, მეტი ქონებისა და ძალაუფლების გადაცემა ხალხისათვის. დიახ, ჩვენი მთავარი პრინციპია: ნაკლები ფული, კეთილდღეობა და ძალაუფლება მთავრობას და მეტი ფული, შემოსავალი და კეთილდღეობა ხალხს.

სწორედ ეს ცვლილება სჭირდება ქვეყანას, რომ წავიდეთ წინ, უკეთესი საქართველოსკენ. უკეთეს ქვეყანას კი სჭირდება უკეთესი გუნდი, ძლიერი გუნდი და სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი და მთლიანად ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში, შალვა შავგულიძე.“ - აცხადებს ბაქრაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42