ამჯერად, პარტიის ლიდერი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო იყო.
მათივე ცნობით, ბატონმა ელჩმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩო მუშაობს, რათა საერთაშორისო დამკვირვებელთა რიცხვი გაიზარდოს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო დამკვირვებლების არჩევნებზე დასწრების აუცილებლობას, ნინო ბურჯანაძემ ამ ინიციატივისთვის ბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა.
ბატონი ელჩი განსაკუთრებით დაინტერესდა თუ რა არის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ძირითადი მესიჯი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს და როგორ აფასებს ნინო ბურჯანაძე მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას.
ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყველა მისი საარჩევნო ვიდეო-მასალა , ასევე სამომავლო აქტივობის გრაფიკი განთავსებულია „ერთიანი საქართველოს“ ვებ-გვერდზე და მან იმედი გამოთქვა ,რომ საელჩოს წარმომადგენლები თვალ-ყურს მიადევნებენ მოსახლეობასთან მისი შეხვედრების „ფეისბუკ-ლაივებს“. პარტიის ლიდერმა ასევე იმ შეხვედრებზე ისაუბრა, რომელსაც პერმანენტულად მართავს მოსახლეობასთან.
დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმითმა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს წარმატება უსურვა, თავის მხრივ ნინო ბურჯანაძემ ბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






