ნინო ბურჯანაძე დიმიტრი კარაბალისს შეხვდა
პოლიტიკა - 16:32, 06 Oct, 2020     884
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიმიტრი კარაბალის შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისშივე ორივე მხარის წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა ქართველი და ბერძენი ხალხის ტრადიციულ მეგობრობას და კეთილგანწყობას. ელჩმა აღნიშნა, რომ ბერძენ ხალხს ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მათ ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ძირითადი ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესზე. პარტიის ლიდერმა ბატონ ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა „ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაზე და მიმდინარე კამპანიაზე.

თავის მხრივ საბერძნეთის ელჩმა განაცხადა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიას. ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები დიდი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ექიმები შეძლებენ სიტუაციის მართვას და მოქალაქეების ჯანმრთელობის საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება.

დიმიტრი კარაბალისმა იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იქნება უფრო მშვიდი.

ელჩი ასევე დაინტერესდა თუ როგორია ნინო ბურჯანაძის ხედვა კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. კერძოდ საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, აუცილებელია მოიძებნოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების მოგვარების მშვიდობიანი გზა, ვინაიდან აღნიშნული კონფლიქტი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, არამედ სტაბილურობას მთელ რეგიონში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42