ISFED-ის ცნობითვე, 7 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც საქართველოში ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკა (Facebook Ad Library) სრული სახით ამოქმედდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "დავასრულოთ" დარეგისტრირდა.
12 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ ფეისბუქგვერდის მიზანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "დასრულებაა".
სამართლიანი არჩევნების აღმოჩენით, 22 სექტემბრიდან ფეისბუქგვერდების "არქივი • Archive"-ის, "პოლიტიკური მოთვალთვალე" და "დავასრულოთ" დასპონსორებული პოსტების შესაბამისი დეკლარირების ველში თანხის გადამხდელად ორგანიზაცია "დავასრულოთ" მიეთითა, ხოლო საკონტაქტო ინფორმაციად ამავე ორგანიზაციის მისამართი და სატელეფონო ნომერი განთავსდა.
ISFED აცხადებს, რომ გვერდებმა, "პოლიტიკური მოთვალთვალე" და "არქივი • Archive", ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ აქტიური მადისკრედიტირებელი და ქართული ოცნების მხარდამჭერი კამპანია შექმნისთანავე წამოიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






