ნინო ბურჯანაძე ეუთო-ოდირის (OSCE/ODIHR) მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
პოლიტიკა - 14:43, 06 Oct, 2020     878
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არჩევნებზე ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჯილიან სტირკის და პოლიტიკურ ანალიტიკოს ალი ვერიეს შეხვდა.

შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე. მან ხაზი გაუსვა სახელისუფლებო პარტიის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებს, კერძოდ: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, ამომრჩევლებზე ზეწოლას და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე სუს-ის მხრიდან დევნას.

ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უამრავი დარღვევებით და გაყალბებით ჩატარდა. მიუხედავად იმისა რომ, „ერთიანი საქართველოს“ მიერ შეტანილი იქნა 700-მდე საჩივარი, არცერთი მათანი განხილული არ იქნა.

შეხვედრის დასასრულს ოდირის სადამკვირებლო მისიამ სურვილი გამოთქვა „ერთიან საქართველოსთან“ თანამშრომლობის შესახებ. მისივე განცხადებით, ხელისუფლება იძულებული უნდა გახდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს სამართლიანად.

შეხვედრამ საქმიან გარემოში ჩაიარა, მხარეებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და შეთანხმდნენ რომ საჭიროების შემთხვევაში ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიას დამატებით კიდევ შეხვდება. არჩევნების ჩატარების დღეს კი 31 ოქტომბერს კი „ერთიანი საქართველოს“ ცხელი ხაზი მთელი დღის მანძილზე მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42