ნინო ბურჯანაძე: "ხელისუფლებამ ვენეციის კომისია "გადააგდო"
პოლიტიკა - 14:05, 06 Oct, 2020     941
და უთხრა - მერე რა, რომ თქვენ იმუშავეთ, მერე რა, რომ აზრი გკითხეთ, ახლა აღარ მაინტერესებს თქვენი აზრი და ისეთ წესს მივიღებ, როგორიც მე მაწყობს, რომ უფრო კარგად ვაკონტროლო საქართველოს სასამართლო,- ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე ევროკავშირის განცხადებას.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, ხელისუფლებას სურს, სასამართლო მორჩილებაში ჰყავდეს, რადგან სასასმარათლოა საარჩევნო დავების განხილვის ბოლო ინსტანცია.

„ევროკავშირიდან მოვიდა ძალიან ნათელი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ რაზეც საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ, ურცხვად იტყუება. კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის სერიოზული კითხვის ნიშნების ქვეშ და მწუხარება იქნა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და ისე მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ წესი. ყველაზე სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს, არის ის, რომ ეს დასკვნა ვენეციის კომისიას საქართველოს ხელისუფლებამ თავად მოსთხოვა. ვიდრე კანონს მიიღებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და საერთოდ, მოსამართლეების შერჩევის წესის თაობაზე, საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა თხოვნით, რომ ვენეციის კომისიას თავისი დასკვნა დაეწერა. ამის მიუხედავად, შემდეგ გადაიფიქრა, ამჯერად გადააგდო ვენეციის კომისია და უთხრა, მერე რა, რომ თქვენ იმუშავეთ, მერე რა, რომ აზრი გკითხეთ, ახლა აღარ მაინტერესებს თქვენი აზრი და ისეთ წესს მივიღებ, როგორიც მე მაწყობს, რომ უფრო კარგად ვაკონტროლო საქართველოს სასამართლოო. ეს განაცხადი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის და მთელი მსოფლიოს წინაშე.

გასაგებია, ქართველ ხალხის გადაგდება, ახლა ვენეციის კომისიაც გადააგდო ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. რატომ ხდება ეს? ხდება მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში ტენდენციად ჩამოაყალიბა, რომ საარჩევნო დავებს თავიდან იცილებს და საარჩევნო დავებს გადააგდებს ხოლმე სასამართლოებში, სასამართლოები იხილავენ და არის ბოლო ინსტანცია საარჩევნო დავების. ე.ი. სასამართლო უნდა იყოს აბსოლუტური მორჩილების ქვეშ. ესაა თავი და თავი ყველაფრის, რაც ხდება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42