ეს არის ოცნების დაჟინებული მცდელობა, რომ საბოლოო პოლიტიკური გავლენის ქვეშ დაიტოვოს უზენაესი სასამართლო და არ გაუშვას პოლიტიკურ წნეხისაგან მოსამართლეები - ირაკლი აბესაძე
პოლიტიკა - 14:32, 06 Oct, 2020     910

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერის, პეტერ სატანოს განცხადება ეხმაურება, რომელმაც მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას მოსამართლეთა შერჩევაზე.

აბესაძის თქმით, ეს კიდევ ერთი გამოვლინებაა იმის, რომ ოცნების ხელისუფლებას არ აქვს იმედი არჩევნებში გამარჯვების და წინასწარ შეარჩია მოსამართლეები, რათა ჰქონდეს მათზე პოლიტიკური გავლენა.

„ქართული ოცნების დაჟინებული მცდელობა, რომ საბოლოო პოლიტიკური გავლენის ქვეშ დაიტოვოს უზენაესი სასამართლო და არ გაუშვას პოლიტიკურ წნეხისაგან მოსამართლეები, კიდევ ერთი დადასტურდა, როდესაც თითქოს საკითხის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა, მიწერეს ვენეციის კომისიას, მოითხოვეს მათი კომპეტენტური დასკვნა რამდენად კანონიერი და დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისი იქნებოდა ეს ცვლილებები და არ დაელოდნენ პასუხს და ასე საჩქაროდ მიიღეს ამ პარლამენტის მიერ ეს ცვლილებები.

ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში მათ თავად არ აქვთ არცჩევნებში მოგების იმედი, რადგან მათ შეეძლოთ მშვიდად დალოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას და თუკი მოგებს აპირებდნენ, ახალი პარლამენტის პირობებში განეხორციელებინათ ეს ცვლილებები, რასაც აპირებდნენ, ამიტომ მათ არ აქვთ არჩევნებში მოგების იმედი, სამაგიეროდ აქვთ სურვილი, რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშ და მეტი გარანტიით შეინარჩუნონ ის მოსამრთლეები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უკვე აირჩიეს და რომელიც შეფასდა პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესად უკვე ეუთოს დამკვირვებლების მიერ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ.“ - აცხადებს აბესაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42