"ლელოს "მარშალის გეგმის" კვალდაკვალ პოლონეთი, ანალოგიურ გეგმას, ბელარუსს სთავაზობს"- გრიგოლ გეგელია
პოლიტიკა - 14:02, 06 Oct, 2020     722
"ლელოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია, ლელოს "მარშალის გეგმის" შემდეგ, მსოფლიოს პოლიტიკაში "მარშალის გეგმის" დაბრუნებაზე საუბრობს.

მაშინ, როდესაც ლელომ "მარშალის გეგმა" წარადგინა. რამდენიმე კვირის შემდეგ თემა აქტუალური გახდა პოლონეთშიც, რაც, გეგელიას თქმით, "ლელოს" სწორ პოლიტიკას უკავშირდება. პოლონეთის პრემიერ მორავიეცკის ინიციატივით, ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო მილიარდი ევროს ოდენობის სტაბილიზაციის ფონდს ქმნის ბელარუსიის მხარდასაჭერად. პრემიერი მორავიეცკი მას „ახალ მარშალის გეგმას" უწოდებს.

"ლელოს "მარშალის გეგმის" გამოცხადების შემდეგ, დღეს ჩვენ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაშიც ვხედავთ „მარშალის გეგმის" იდეის დაბრუნებას. ჩვენი გეგმის მსგავსად, ამ შეთავაზების იდეაც განვითარების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ხელშეწყობაა. პოლონური მარშალის გეგმის მიზანი ეკონომიკური სისტემის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ბელარუსიის და ევროკავშირის ბაზრების დაახლოებაა. სწორედ იგივეა ლელოს „მარშალის გეგმის" ფილოსოფიაც. ჩვენი შევქმენით საქართველოს ისტორიაში ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის პროექტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით უნდა შეცვალოს დადებითისკენ. ჩვენი მიზანია ძლიერი საშუალო ფენა, კრიზისში მყოფი ეკონომიკის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ევროკავშირის ბაზარზე ქართული ექსპორტის გაზრდა,"- აცხადებს გეგელია.

"ლელოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, დღეს არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ "ლელოს" აქვს ქვეყნის განვითარების და ყველაზე ადეკვატური და ძლიერი ხედვა, რომელსაც შეუძლია უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის გადაჭრა.

"ლელოს" თავისი სწორი პროგრამითა და ხედვით შეუძლია ადამიანების რეალურად გაძლიერება. სწორედ ეს ხედვა შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, რეგიონის ფინანსურ და ლოჯისტიკურ ცენტრს ჩვენი ქვეყნის მიწაზე, დაცულ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. დაწყებული ამ შემოდგომიდან, ლელოს "მარშალის გეგმა" გააორმაგებს ქართულ ეკონომიკას და ადამიანის წინსვლას აქცევს პოლიტიკური წარმატების საზომად,"-აცხადებს გეგელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42