პოლიტიკურ პარტიებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას შეხვდნენ, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები გააცნონ და მათ ხელს არავინ უშლის. არსებობს კანონები, წესები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხონ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის ცალკეული ინციდენტები და პროვოკაციები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. მე არ გამოვყოფ, ვინ, რომელი პარტიის წევრია და ვინ, რა გააკეთა. კანონის წინაშე პასუხი ყველამ უნდა აგოს. კატეგორიულად მიუღებელია ფიზიკური, სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა. არ არის აუცილებელი ერთმანეთის შტაბების წინ აქციების გამართვა, გამოწვევა და ა.შ. ამიტომ, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე ყველას მოეთხოვება პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერიასთან დაპირისპირება მოხდა, სადაც პოლიციამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთი წევრი და სამი მხარდამჭერი დააკავა. როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ისინი საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ ხელმოწერებს აგროვებდნენ და ამის გამო დაჯარიმდნენ, მერიაში კი სწორედ ამ ჯარიმებთან დაკავშირებით სურდათ განაცხადის შეტანა, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






