სამწუხაროდ, ყველგან დაწესდა ბიუჯეტის ფლანგვისა და სამუშაოს არშესრულების სტანდარტი - ირაკლი აბესაძე
პოლიტიკა - 13:38, 06 Oct, 2020     602

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რეგიონებში, მუნიციპალიტეტების გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად ისეთი კომპანიები იგებენ, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია.

აბესაძის თქმით, ეს არის ქართული ოცნების ღია ხელწერა, როდესაც საბიუჯეტო სახსრებიდან მილიონობით ლარი მიაქვთ იმ კომპანიებს, რომელთა ხელმძღავნელებიც დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან.

აბესაძის თქმით, ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ყველა სამუშაო ტარდება უხარისხოდ და საჭირო ხდება სამუშაოების თავიდან ჩატარება.

ქართული ოცნების“ ღია ხელწერაა, როდესაც საბიუჯეტო სახსრებიდან ასეულობით მილიონი ლარის ტენდერების მომგები კომპანიები არიან ხელისუფლების წარმომადგენლების ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები და მათთან სხვადასხვა კავშირში მყოფი პირები.

ეს არის ერთი მავნებლობა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს და უმატებს მეორეს, როდესაც ხშირ შემთხვევაში ეს პროექტები ხორციელდება უხარისხოდ ანუ საზოგადოება რჩება ორმაგად დაზარალებული. ერთი, რომ იფლანგება საბიუჯეტო სახსრები და იპარავენ ბიუჯეტის ფულს და მეორე - შესრულებული სამუშაოებიც არ რჩება საზოგადოებას, რომ შემდგომში გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით მაინც ისარგებლონ. ეს არის სიტუაცია, რომელსაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.

ამ შემთხვევაში, არ მგონია კახეთი იყოს გამონაკლისი, ძალიან ბევრ რეგიონში ვხვდებით, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეების, მერების, დეპუტატების და მინისტრების ოჯახის წევრები არიან ტენდერების მომგებები. შეიძლება კახეთში ეს მომეტებულად არის და ღარიბაშვილის დროიდან „კახური კლანის“ ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, თუმცა არც ერთი რეგიონი არ არის გამონაკლისი. სამწუხაროდ, ყველგან დაწესდა ბიუჯეტის ფლანგვის და სამუშაოს არშესრულების სტანდარტი“, - განაცხადა აბესაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42