სინამდვილეში, ივანიშვილი იპოდრომზე საკუთარ ეკონომიკურ ინტერესს ინარჩუნებს და მოიშორა აქტივი, რომელსაც მისთვის მოგების მოტანა არ შეეძლო - ირაკლი აბესაძე
პოლიტიკა - 13:15, 06 Oct, 2020     678

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომიის ტერიტორიის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ეხმაურება.

აბესაძის თქმით, რეალურად, ბიძინა ივანიშვიოლმა თბილისის მერიას გადასცა იპოდრომის ის ტერიტორია, სადაც ნულოვანი ეკონომიკური მოგების ნახვა შეიძლებოდა, ხოლო ქართუ ჯგუფმა საკუთრებაში დაიტოვა 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც მომავალში შესაძლოა აშენდეს სხვადასხვა კომერციული ტიპის ფართი.

აბესაძე ასევე მიუთითითებს შესაძლო ფულის გათეთრებაზე და ამბობს, რომ ივანიშვილმა 60 მილიონი ლარი ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიტანა, რაც აჩენს კითხვის ნიშნებს.

„ქართუ ჯგუფმა”, ივანიშვილმა და კალაძემ მორიგი წინასაარჩევნო ფარსი შესთავაზა საზოგადოებას, რომ თითქოს იპოდრომის ტერიტორია უბრუნდება სახელმწიფოს და იქ გაჩნდა ცენტრალური პარკის აშენების ახალი პროექტი. სინამდვილეში იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილის საკუთრებაში არის 2009 წლიდან და აქ პარკის გაშენების ვალდებულება მესაკუთრე კომპანიას აღებული აქვს 2007 წლიდან. სინამდვილეში, აგიხსნით რა დააბრუნა ივანიშვილმა სახელმწიფო საკუთრებაში და რამდენად დაბრუნდა იპოდრომი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მერიის საკუთრებაში. ივანიშვილმა 2020 წლის ივნისში იპოდრომის ტერიტორია გაყო ორ ნაწილად. ცენტრალური მოედანი, სადაც ნულოვანი ეკონომიკური ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ივანიშვილს და ვერანაირ მოგებას ვერ ნახავდა, გადასცა სახელმწიფოს, ხოლო 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თამარაშვილის ქუჩის მხარეს, სადაც არის ყველაზე ხშირი გამწვანება და ის მთლიანი იპოდრომის ორგანული ნაწილი იყო თავიდანვე, “ქართუ ჯგუფმა” დაიტოვა საკუთრებაში. სინამდვილეში, ივანიშვილი იპოდრომზე საკუთარ ეკონომიკურ ინტერესს ინარჩუნებს და მოიშორა აქტივი, რომელსაც მისთვის მოგების მოტანა არ შეეძლო. მთავარი შეკითხვა კალაძესთან - აპირებს თუ არა ივანიშვილს მისცეს უფლება იმ 80 000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე სასტუმროების, რესტორნების განაშენიანება მოახდინოს? შეკითხვა „ქართუ ჯგუფს” - რატომ დაიტოვეს საკუთრებაში 8 ჰექტარი და რატომ სრულად არ აბრუნებენ იპოდრომის ტერიტორიას თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და თუ უნდათ, რომ საშვილიშვილო ქველმოქმედებად გაასაღონ? და მთავარი მოთხოვნა- თუ ვსაუბრობთ იპოდრომის დაბრუნებაზე, დააბრუნოს იპოდრომი სრულად და ნუ დაიტოვებს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს კერძო საკუთრებაში და შემდგომ ნუ მოხდება იქ ხეების გაჩეხვა და ივანიშვილის სასტუმროების თუ ბიზნეს ცენტრების მშენებლობა, როგორც ეს მოხდა ბოტანიკურ ბაღში და თაბორის მთაზე.

ივანიშვილმა ეს ტერიტორია საკუთარი კერძო კომპანიისგან საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით გამოისყიდა 60 მილიონ ლარად და აღმოჩნდა, რომ გამოისყიდა იმიტომ, რომ შემდგომ სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა. ეს არის შავით თეთრზე ნაწერი და გაშიფრული თაღლითობა. თუ სახელმწიფოსთვის ჩუქება სურდა ივანიშვილს, მას შეეძლო კერძო კომპანიიდანვე ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის და მოქმედი საგადასახადო კოდექსით ეს ოპერაცია არ დაიბეგრებოდა. რატომ გადაიდო ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში 60 მილიონი ლარი? აქ ჩნდება მთავარი შეკითხვა- ხომ არ არის “ქართუ ფონდში” ოფშორული კომპანიებიდან ჩარიცხული შემოწირულობა და ხომ არ ხდება ფულის გათეთრება? და ასევე, როდესაც ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადაიდო ეს 60 მილიონი, ხომ არ სურს ეს ფული გამოიყენოს უკანონოდ “ქართული ოცნების” პარტიული საქმიანიბის დაფინანსებისთვის?”- განაცხადა აბესაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42