როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი - მერიის პრეზენტაცია
პოლიტიკა - 12:41, 06 Oct, 2020     729
თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. ამის შესახებ პარკის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა.


კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული სივრცის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემისთვის. მისივე თქმით, ფონდი რამდენიმე ათეულ მილიონს გაიღებს პარკის მოწყობისთვისაც.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეკრეაციული სივრცეების არსებობას ქალაქში, პარკების განახლებას, რეაბილიტაციას, სკვერების კეთილმოწყობას. სამწუხაროდ, აქამდე იყო ძალიან ცუდი ტენდენცია: რეკრეაციული სივრცეების, სკვერების, სპორტული მოედნების ხარჯზე მიმდინარეობდა მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. როდესაც მოვედით ქალაქის მთავრობაში, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მივიღეთ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმა, შევაჩერეთ ქაოტური განაშენიანება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, ასევე, ახალი სკვერების მშენებლობას, არსებული პარკების განახლება-რეაბილიტაციას. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თბილისში ცხოვრობს, ვინც სტუმრად ჩამოდის, ნამდვილად თვალში საცემია ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები. ელემენტარულად, გზაგამყოფებსაც კი არ ვტოვებთ გამწვანების გარეშე, სადაც კი შესაძლებელია. ზუსტად ასეთი პროექტების განხორციელებით, ხელს შევუწყობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. მართალია, ამისთვის გამწვანება არ არის საკმარისი, თუმცა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო გუშინდელი ფაქტი. თქვენ იცით, რომ გუშინ მუნიციპალიტეტს ფონდ "ქართუსგან", ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან საჩუქრად გადაეცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც 40 ჰექტრამდეა. მინდა, პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის და ყველაზე მთავარი არის ის, რომ თვითონ პროექტის განხორციელების ხარჯებს, რომელიც ათეული მილიონი დაჯდება, თავად „ქართუ“ გაიღებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

თბილისის ცენტრალური პარკის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, მთავრობის, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42