არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება დგამს ნაბიჯს, რომლის ამოცანა არის, რომ სასამართლო ბოლომდე მოაქციოს ოლიგარქის კონტროლის ქვეშ - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 11:28, 06 Oct, 2020     731
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერის, პეტერ სატანოს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას მოსამართლეთა შერჩევაზე.

კაპანაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება ცდილობს კლანისა და ოლიგარქის კონტროლის ქვეშ მოაქციოს სასამართლო და არ უსმენს დასავლელ პარტნიორებს. კაპანაძე აღნიშნავს, რომ ამგვარი ნაბიჯებით საქართველო არათუ ჭაობში ჩაიხრჩობა, არამედ სრულ იზოლაციაში მოხვდება საერთაშორისო პარტნიორებისაგან.

კაპანაძის თქმით, ამ ჭაობიდან ამოსვლას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რაც გულისხმობს უმაღლეს ინსტანციაში უცხოელი მოსამართლეების მოწვევას და დიდი საქმეების გადასვლას ნაფიც მსაჯულებზე.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნება დგამს ნაბიჯს, რომლის ამოცანა არის, რომ სასამართლო ბოლომდე მოაქციოს ოლიგარქის კონტროლის ქვეშ და კლანის კონტროლის ქვეშ და ამ ნაბიჯების გადადგმის დროს ისინი არაფრად აგდებენ საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიას უსმენენ, არც ელჩებს, არც ევროპარლამენტარებს და არც ამერიკის კონგრესს. სწორედ ამიტომაა მათ შორის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი კრიტიკა მოდის საქართველოს მიმართ ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და შეიცვლება აუცილებლად არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალი კოალიციური მთავრობა, რომლის ცენტრში იქნება ევროპული საქართველო, დაიწყებს სასამართლო რეფორმებს. სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტალური ნაწილი იქნება ესეთი ტიპის მოსამართლეებისგან სასამართლოს გაწმენდა, თუმცა სასამართლოს გაწმენდა არა ისე, რომ ვიღაც ახალმა თავისი მორჩილი დანიშნოს, არამედ ისე, რომ დიდი საქმეების ნაწილი გადავიდეს ნაფიც მსაჯულებზე, ხოლო ზედა ინსტანციის სასამართლოებში გაჩნდნენ უცხოელი მოსამართლეები, რომ არავის არ წაუცდეს ხელი, რომ თავისი მორჩილი მოსამართლე დანიშნოს მომავალში სასამართლოში.

ეს პირველად არ მომხდარა, ქართული ოცნების, ამ შემთხვევაში, გზავნილი როგორც საზოგადოებისათვის, ისე დასავლელი პარტნიორებისათვის არის, რომ მათთვის მთავარი არის რას იტყვის ბატონო ბიძინა და არა ის თუ რას იტყვიან ჩვენი მეგობრები და რაზე ფიქრობს ხალხი.

ამიტომ, ამ ყველაფერს ძალიან მალე უნდა დაესვას წერტილი, თორემ ასე თუ გავაგრძელეთ მარტო ამ ჭაობში კიარ ჩაიხჩობა მთელი ქვეყანა, არამედ ასევე სრულ იზოლაციაში მოვხვდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან და ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.“ - აცხადებს კაპანაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42