ვინ გახდა ეროვნული ჯილდოს “მწვანე ჯილდოს" მფლობელი?
საზოგადოება - 11:01, 06 Oct, 2020     1013
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს რჩეული - ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მარინე ვართუმაშვილი დაასახელა. გამარჯვებულს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეოთხე წელია “მწვანე ჯილდოთი” აჯილდოებს კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” იმ მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი კუთხით, ზრდიან მოსწავლეების ცნობიერებას. მთელს მსოფლიოში გარემოსდაცვითი განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ამიტომ უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა სკოლებში, რისთვისაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. თუმცა მიგვაჩნია, რომ არც ერთ ინიციატივასა და განხორციელებულ პროექტს არ ექნება სათანადო შედეგი, თუ მასში არ იქნება ჩართული მოტივირებული პედაგოგი, რომელიც სწორად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებას. 2020 წლის “მწვანე ჯილდოს” მფლობელი მარინე ვართუმაშვილი აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში და არა მარტო ის, არამედ მისი მოსწავლეებიც არიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ სამინისტრო გადასცემს “მწვანე ჯილდოს” პედაგოგს, რომელიც განსაკუთრებული ძალისხმევით ახორციელებს გარემოსდაცვით აქტივობებს” - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

“მასწავლებლი ეროვნული ჯილდო” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის კონკურსია, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად 5 ოქტომბერს, მასწავლებლი პროფესიულ დღეს იმართება. კონკურსის მიზანი ქვეყნის საუკეთესო პედაგოგის გამოვლენა და დაჯილდოვებაა, ჯილდოვდებიან ასევე კონკურსში მონაწილე სხვა პედაგოგებიც.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წლიდან მონაწილეობს “მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში” და სამინისტროს სახელით “მწვანე ჯილდოს” გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42