ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი, პეტერ სტანო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"სამწუხაროა, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ისე დანიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა. ეს არის ხელიდან გაშვებული შანსი, პროცესის მიმართ გაზრდილიყო საზოგადოებრივი ნდობა. ევროკავშირი შეაფასებს მიმდინარე პროცესს და მის შედეგებს". – წერია პეტერ სტანოს განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ პროცესთან დაკავშირებით შეშფოთება ევროკავშირმა და საქართველოს სხვა პარტნიორმა ორგანიზაციებმაც არაერთხელ გამოხატეს. "30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვას. ევროკავშირმა და სხვა მნიშვნელოვანმა დამკვირვებლებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო". – ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






