"თოკი, რომლითაც ლუკა დაიხრჩო, ტრაქტორზე აღარ იყო გამობმული, ყელზე ეკეთა, ბავშვი კი ძირს ეგდო“ - ახლობლთა ვერსიები ქობულეთის უმძიმეს ტრაგედიაზე
საზოგადოება - 18:50, 05 Oct, 2020     2920

1 ოქ­ტომ­ბერს, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ცე­ცხლა­ურ­ში 11 წლის მო­ზარ­დი ტრაქ­ტორ­ზე გა­მობ­მულ თოკ­ზე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი მე­ხუ­თე კლა­სე­ლი ლუკა სურ­მა­ნი­ძე ტყის პი­რას მე­ზობ­ლის ბავ­შვებ­მა იპო­ვეს.

ლუკა სურ­მა­ნი­ძის ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი მკვლე­ლო­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხა­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ საქ­მე ბავ­შვის და­უ­დევ­რო­ბით მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს.

ბონ­დო სურ­მა­ნი­ძე, დაბა ოჩხა­მუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ქო­ბუ­ლე­თის მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ცე­ცხლა­ურ­ში:

- ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, რა­ი­მე დას­კვნა რომ გა­მო­ვი­ტა­ნოთ. ფაქტს არც თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, არა­ვინ შეს­წრე­ბია ამ უბე­დუ­რე­ბას. ოჯა­ხი და მე­ზობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ბავ­შვი თა­მაშ-თა­მა­შით გარ­და­იც­ვა­ლა. თოკი, რომ­ლი­თაც მო­ზარ­დი და­იხ­რჩო, ტრაქ­ტორ­ზე არ ყო­ფი­ლა გა­მობ­მუ­ლი, როცა იპო­ვეს, ყელ­ზე ეკე­თა, ბავ­შვი კი ძირს ეგდო. ქუ­დის თოკი ყო­ფი­ლა, იქი­და­ნაა გა­მოძ­რო­ბი­ლი, სა­დღაც 55 სან­ტი­მეტ­რის. რო­გორც ჩანს, ბავ­შვმა ან გა­მო­ა­ბა, ან თა­მაშ-თა­მაშ­ში გა­მოს­ძვრა და გა­იხ­ლარ­თა. ლუ­კას ოჯახ­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია, ნორ­მა­ლუ­რი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ოჯა­ხი აქვთ, ბავ­შვიც ოქრო და ნი­ჭი­ე­რი იყო. ალ­ბათ და­უ­დევ­რო­ბით მო­უხ­და, თო­რემ მას რომ მსგავ­სი მიდ­რე­კი­ლე­ბა ჰქო­ნო­და, ან ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია.პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი თა­მა­შობ­დნენ ტყის პი­რას და მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ლუკა - როცა ახ­ლოს მი­ვიდ­ნენ, ბავ­შვი უკვე ძირს ეგდო გარ­დაც­ვლი­ლი, თოკი გა­მობ­მუ­ლი აღარ იყო ტრაქ­ტორ­ზე. ალ­ბათ თა­მაშ­ში გა­მო­ე­დო და გა­მოს­ძვრა ქუ­დი­დან, ან კი­სერ­ზე ეკე­თა და თა­მა­შის დროს გა­მო­ე­დო ტრაქ­ტორს, ზუს­ტად არაფ­რის თქმა არ შეგ­ვიძ­ლია.

შემ­თხვე­ვამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე, ლუკა მეც ვნა­ხე, ვე­ლო­სი­პე­დით და­სე­ირ­ნობ­და ახლო-მახ­ლოს, თა­მა­შობ­და. ის ტრაქ­ტო­რი იქა­უ­რი მა­ცხოვ­რებ­ლი­საა და რა­ხა­ნია, იმ ად­გი­ლა­საა გა­ჩე­რე­ბუ­ლი. მკვლე­ლო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია, იქ ვე­რა­ვინ მი­იყ­ვან­და, თა­ვი­სი ვე­ლო­სი­პე­დი­თაა მი­სუ­ლი. ბავ­შვის და­უ­დევ­რო­ბი­თაა ეს უბე­დუ­რე­ბა მომ­ხდა­რი, მეტი არა­ფე­რი.


წყარო: ამბები.ჯი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42