"ლელოს" ბათუმში ახალი წევრები შეუერთდნენ, ქალაქის აქტიური დამცველები პარტიის იდეოლოგიას იზიარებენ
პოლიტიკა - 18:24, 05 Oct, 2020     1105
“ლელოს“გუნდს ბათუმის აქტიური დამცველები შეუერთდნენ - ალექსანდრე მილორავა, რომელიც 2017 წლიდან აქტიურადაა ჩართული პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში, და ბაჩუკი ჩხეიძე, საზოგადოება „ბათუმელის“ თანადამფუძნებელი და დღემდე გამგეობის თავმჯდომარე. ამის შესახებ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.ირაკლი კუპრაძის განმარტებით, პარტიას შეუერთდნენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ზრუნავდნენ ქალაქის კეთილდღეობაზე. ყოველთვის გმობდნენ რეგიონისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებს, რაც სიტყვის თავისუფლებისა და ქალაქის ჩაბეტონების ეხებოდა. კუპრაძის თქმით, თავიანთ პატრიოტულ საქმეს ალექსანდრე მილორავა და ბაჩუკი ჩხეიძე უკვე „ლელოს“ რიგებიდან გააგრძელებენ.„დღეს „ლელოს“ გუნდი ყველაზე სახალხო, ყველაზე აქტიურ და თავისუფალ ადამიანებს იკრებს. სამართლიანობისთვის, მეტი დასაქმებისა და კანონიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, დღეიდან, საერთო ფერის, საერთო სახელის გარშემო ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას,“-აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ. „ლელოში“ გაწევრიანება პარტიის პროგრესულ-რაციონალური პოლიტიკის გამო გადაწყვიტა, ბაჩუკი ჩხეიძემ. როგორც ჩხეიძე განმარტავს, „ლელო“არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. „ჩვენი გადაწყვეტილება განაპირობა „ლელოს“ პროგრესულ- რაციონალურმა პოლიტიკამ. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სფეროში თქვეს საკუთარი სიტყვა, იბრძოდნენ ადამიანის უფლებებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და შექმნეს დასაქმების უამრავი ადგილი. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. „ლელომ“ დაამსხვრია დადგენილი სტანდარტი, როცა სხვადასხვა პარტიის დაკომპლექტება დღემდე ერთი პირის სურვილზეა დამოკიდებული. აშკარაა, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში აქცენტი პროფესიონალიზმსა და გუნდურობას ენიჭება. მჯერა, ერთად შევძლებთ 31 ოქტომბერს გამარჯვებას”- განაცხადა ბაჩუკი ჩხეიძემ. „ლელოს“ ახალი გუნდის წევრის, ალექსანდრე მილორავას თქმით, მან პარტიაში გაწევრიანება ამ გუნდის დემოკრატიული პრინციპების გამო გადაწყვიტა. მილორავას განცხადებით, მისი სამოქალაქო სექტორიდან პოლიტიკაში გადანაცვლება სწორედ ამან განაპირობა. „ჩემთვის, როგორც სამოქალაქო აქტივისტისთვის, არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, გავერთიანებულიყავი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, მაგრამ „ლელო“ არის გუნდი, რომელიც ყველაზე უკეთ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს, მას აქვს “მარშალის გეგმა”, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარება სჭირდება საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ შევდგეთ ჭეშმარიტ ევროპულ სახელმწიფოდ. ამიტომ მე გავხდი „ლელოს“ წევრი და ჩვენ - ახალი, ძლიერი გუნდი, აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და შევუდგებით ქვეყნის განვითარების მშენებლობას"- აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42