მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი არის ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული მორიგი ბიუროკრატიული თავგასულობა - ირაკლი აბესაძე
პოლიტიკა - 18:12, 05 Oct, 2020     565
ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, 2020-21 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს.

აბესაძის თქმით, ბიუჯეტში კიდევ უფრო გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯი და მასში არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესები.

აბესაძის თქმით, სწორედ ევროპული საქართველოს გეგმა, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯის 2 მილიარდი ლარით შემცირებას გულისხმობს, ამოიყვანს ქვეყანას მძიმე კრიზისიდან და მას გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.

„2020-21 წლის ბიუჯეტის პროექტი არის ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული მორიგი ბიუროკრატიული თავგასულობის და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვის ბიუჯეტი. ვხედავთ, რომ ზოგადად საბიუჯეტო სახსრები გაზრდილია, გაზრდილია სახელფასო ფონდი, იზრდება კვლავ სახელმწიფო ვალი, ვერ ვხედავთ გადასახადების შემცირებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს, რაც უნდა გახდეს ბიზნესისათვის სწრაფად რეაბილიტაციის და ამ კრიზისიდან გამოსვლის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა.

ასე რომ, ეს არის ქართული ოცნების მორიგი უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალურად შედგენილი ბიუჯეტი, რომელიც არ ასახავს მოსახლეობის პრობლემებს. რათქმაუნდა, ეს ბიუჯეტი ასე ვერ დამტკიცდება, ჩვენ ველოდებით არჩევნებზე საზოგადოების მხარდაჭერას, სწორედ ამ გარდამტეხი ცვლილებებისათვის, რომ ბიუჯეტი იყოს მორგებული საზოგადოებრივ ინტერესებს.

ჩვენი დათვლით, 2 მილიარდი ლარი შეიძლება გამონთავისუფლდეს სწორედ ხელფასების ხარჯზე, მანქანების შესყიდვის თუ ოფისების მოწყობის ხარჯზე. ეს 2 მილიარდი შეიძლება მოხმარდეს გადასახადების შემცირებას, რაც ამ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისის დროს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, სოციალური გასაცემლების გაორმაგებას და ა.შ. ეს იქნება ბუჯეტი, რომელიც ამ მძიმე კრიზისის პერიოდში მოსახლეობას აგრძნობინებს უკეთესობას და სწრაფად შეძლებს ქვეყნის ეკონომიკური ჩიხიდან გამოსვლის პროცესის დაწყებას.“ - აცხადებს აბესაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42