ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მანუჩარ კვირკველიამ , მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით მისი დამრიგებელი მოინახულა და პროფესიული დღე მიულოცა
პოლიტიკა - 18:06, 05 Oct, 2020     799
გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’-ს გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით მისი დამრიგებელი მოინახულა და პროფესიული დღე მიულოცა.

,,დღეს, ვისარგებლე შესაძლებლობით და ჩემს თანაკლასელებთან ერთად მოვინახულე ჩვენი კლასის დამრიგებელი.

ოზურგეთის პირველი სკოლის ისტორიის ყოფილი პედაგოგი ქალბატონი ნათელა სურგულაძე. მას დიდი დამსახურება აქვს გურიის და ქვეყნის წინაშე, მან მრავალ თაობას მოგვცა შესაძლებლობა გავცნობოდით ჩვენი მრავლისმნახველი ქვეყნის ისტორიას.

მთელი გურიის და სრულიად საქართველოს მასშტაბით თითოეულ პედაგოგს მინდა მივულოცო მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.

ჩემთვის, ზრდასრული ადამიანისთვის, ხუთი შვილის მამისთვის, ახლა ბევრად ადვილია თქვენი განუზომელი ღვაწლის შეფასება და მადლიერებასთან ერთად უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თქვენს წინაშე. ჩემთვის დაუვიწყარია თითოეული პედაგოგი, რომელიც ბაღიდან, სკოლიდან და სპორტიდან გახლდით ჩემი ცხოვრების წარუშლელი თანამგზავრები, ადამიანები, რომლებმაც ჩემში შექმნეს სრულფასოვანი სამყარო, მაშინ, როცა შავ-თეთრი სჩანდა ირგვლივ ყველაფერი, ხალხი, ვინც ოჯახთან ერთად მყარად ჩამინერგა საკუთარი სამშობლოს და ხალხის სიყვარული, პროფესიონალები, რომლებმაც მიკარნახეს, რომ არასდროს არ დამზარებოდა დაბრკოლებებთან ჭიდილი და არ შევჩერებულიყავი არცერთი წარმატების მიღწევის შემდეგ.

მე მსურს პატივისცემით და სიყვარულით მოვიხარო ქედი თითოეული პედაგოგის წინაშე და გითხრათ მადლობა ! თქვენ ხართ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და მჯერა, რომ საქართველოში განსაკუთრებული მასწავლებლები გვყავს, ადამიანები, რომლებიც პირადი და სახელმწიფოებრივი ურთულესი გამოწვევების, მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად იდექით ჩვენს გვერდით და ახლა დგახართ ჩვენი შვილების - საქართველოს ბრწყინვალე მომავლის გვერდით ! აქვე პატივისცემა მინდა გამოვხატო მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლების 10 ფინალისტს შორის დასახელებული ვლადიმერ აფხაზავას მიმართ, რომელიც სწორედ გურიაში მოღვაწეობს და იგი 2017 წლიდან ღირსეულად ატარებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს.

გისურვებთ წარმატებებს და ხანგრძლივ კეთილდღეობას თქვენს ოჯახებთან ერთად ‘’ - აღნიშნა კვირკველიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42