“დღეს სკოლებს მმართველი პარტია და სპეცსამსახურები მართავენ, ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ ეს მძიმე ვითარება“ - ზაალ უდუმაშვილი
პოლიტიკა - 17:38, 05 Oct, 2020     531
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და ის პროგრამა გააცნო, რომლის განხორციელებასაც პარტია გამარჯვების შემდეგ ჰპირდება მათ.

"ძვირფასო მასწავლებლებო გილოცავთ პროფესიულ დღეს, ამ ქვეყნის მომავალი განათლებაზე დგას. განათლების სისტემა კი მთლიანად დამოკიდებულია თქვენს ენთუზიაზმზე და ერთგულებაზე იმ საქმისადმი, რომელსაც უკვე წლებია ემსახურებით. თუმცა, სამწუხაროდ თქვენი შრომა სათანადოდ დაფასებული არაა. ხელისუფლება დღემდე ცდილობს პედაგოგები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. სამსახურიდან დათხოვნის მუქარა, შანტაჟი, ზეწოლა - ეს უკვე ყოველდღიურ კოვლენად იქცა. დღეს სკოლებს მმართველი პარტია და სპეცსამსახურები მართავენ და ჩვენ ყველანი გავხდით იმ შემზარავი ტრაგედიის მომსწრე, რომელიც ზუგდიდში დატრიალდა. ია კერძაიას ტრაგედიას ვგულისხმობ.

ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ ეს მძიმე ვითარება. უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული და დაფასებული იქნება.

ჩვენი გეგმით, მასწავლებლის ხელფასი გახდება მინიმუმ 2000 ლარი.

სკოლა და უნივერსიტეტი სრულიად დეპოლიტიზირებული იქნება. დაუშვებელი იქნება მასწავლებელების საარჩევნო კომისიებში იძულებით დანიშვნა.

განათლების დაფინანსება გაორმაგდება.

დაინერგება ამერიკული და ევროპული საგანმანათლებლო პროგრამები.

მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევიტანთ წვლილს განათლების რეფორმაში და ერთად ვიამაყებთ მიღწეული წარმატებებით. "





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42