ოლიგარქის საჩუქარს ოპოზიციაში ამომრჩევლის ხმების მოსყიდვად აფასებენ.
„მერია აქამდე იქ ვერაფერს გააკეთებდა, რადგან ჩვენ არ ვართ დაკავებულნი კერძო ტერიტორიის დატაცებით, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. იპოდრომი გადმოეცა თბილისის მუნიციპალიტეტს, სადაც ფონდი „ქართუ“ თავის ხარჯებით, სრულიად უსასყიდლოდ, მერიისგან დამოუკიდებლად, თვითონვე გააკეთებს რეკრეაცულ ზონას- ამბობს კალაძე.
ოპოზიციაში კი ივანიშვილის გადაწყვეტილებ ამომრჩევლის ხმების მოსყიდვად უკვე შეფასდა.
„ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს დაუბრუნა აქტივი, რომლისგანაც ის ვერანაირ ეკონომიკურ სარგებელს ნახულობდა. იპოდრომის თბილისის მერიაზე გაჩუქებით, ივანიშვილმა ნახა მორიგი ფინანსური სარგებელი. ესაა ფულის გათეთრება და ამ ფულით ამომრჩევლის მოსყიდვა“- ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები






