ყველას კარგად გვახსოვს კახი კალაძის აღტაცებული საუბარი რვა სული ქურდის შესახებ - ხათუნა გოგორიშვილი
პოლიტიკა - 15:43, 05 Oct, 2020     801
ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების მხრიდან კრიმინალური ავტორიტეტების დახმარებას ეხმაურება.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ეს ფაქტი არ არის გასაკვირი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ კრიმინალისათვის საზოგადოებას გაგებით უნდა მოეკიდა და კახა კალაძე რვა სულ ქურდზე აღტაცებით საუბრობდა.

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნება აქტიურად გამოიყენებს კრიმინალურ ავტორიტეტებს ხალხის დასაშინებლად, თუმცა როგორც გოგორიშვილი აღნიშნავს, ამგვარი ზეწოლის ფაქტები ვერ აღუდგება ხალხის ნებას მოხდეს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები.

„საქართველოში ყველას კარგად გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ფრაზა, რომ კრიმინალს ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ისევე როგორც კახი კალაძის აღტაცებული საუბარი რვა სული ქურდის შესახებ. ამიტომ, ეს ქართული ოცნების მოსვლის თანავე იყო გაგზავნილი მესიჯი კრიმინალებისათვის, რომ ბიჭებო მოდით ერთად ვითანაცხოვროთ და ვითანამშრომლოთ.

ასე არის მთელი ამ 8 წლის განმავლობაში, არასოდეს, თუ საქმე შეეხება კრიმინალს, ადამიანებს რომლებსაც კავშირი აქვთ ქურდულ სამყაროსთან, მათ მიმართ არასოდეს არ ხორციელდება რაიმე სამართლებრივი საქმის წარმოება, რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინონ.

ასე იყო მთელი ამ 8 წლის განმავლობაში, ეხლა ეს ყველაფერი გაათმაგდება, რადგან ძალიან დაიწია ქართული ოცნების რეიტინგმა და ერთადერთი, რაზეც ისინი შეიძლება იყვენ ჩაბღაუჭებული, გარდა ადმინისტრაციული რესურისისა, არის ქუჩის ბიჭების და შავის სამყაროს მათდამი მხარდაჭერა, რაც არაერთხელ გვინახავს საარჩევნო უბნებთან, არამარტო ხალხის დაშინებით, არამედ მათზე ფიზიკური ზემოქმედებით და ზეწოლითაც.

თუმცაღა, ვერაფერი და ვერავინ აღუდგება წინ ქართველი ხალხის ნებას, ვერანაირი კრიმინალური სამყარო და ქუჩის ბიჭები ვერ შეაშინებენ ადამიანებს, რომელბიც არიან გამწარებული სიღარიბით, უმუშევრობით, ფასების ზრდით, ეს ხალხი მოვა არჩევნებზე და უარს ეტყვის შავ სამყაროს და კრიმინალებს.“ - განაცახადა ხათუნა გოგორიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42