ომისა და სისხლისღვრის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ყველა დაღუპულ სომეხსა და აზერბაიჯანელზე გული შემტკივა - სააკაშვილი მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს
პოლიტიკა - 14:38, 05 Oct, 2020     968
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციას ეხმაურება, რომელსაც ეთნიკურად სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები მართავდნენ და მის პოზიციას აპროტესტებდნენ, რომელიც სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში დააფიქსირა.„ჩემი პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე ყველას ძალიან კარგად ესმის. მე ვარ ომისა და სისხლისღვრის კატეგორიული მოწინააღმდეგე. მე ყველა დაღუპულ სომეხსა და აზერბაიჯანელზე გული შემტკივა. შეუძლებელია მომწონდეს, როცა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ამავე დროს, მე ვარ საქართველოს შვილი და ასევე, უკრაინის მოქალაქე. შეუძლებელია ქართველი და ნებისმიერი უკრაინელი არ უჭერდეს მხარს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და მხარს უჭერდეს სეპარატიზმს. უფრო მეტიც, ნებისმიერი ქართველი, რა ეთნიკური წარმომავლობისაც არ უნდა იყოს, ვინც სეპარატიზმს მხარს უჭერს, ის საქართველოს წინააღმდეგია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ვაღიარებთ, როგორც უკრაინის მთავრობამაც განაცხადა და მეც არაერთხელ მითქვამს წარსულში, ჩვენ ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტიორიულ მთლიანობასაც“, - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა სომხებისგან მწვავე რეაქცია და მათ „მთავარი არხის“ წინ აქცია გამართეს, სადაც სააკაშვილის პოზიცია გააპროტესტეს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42