ჭიაბერაშვილის თქმით, გახარიას ამ განცხადებამ გამოავლინა ის, რომ აბსოლიტური ილუზია და მითი იყო თავიდანვე ქართული ოცნების განცხადება მთავრობის მიერ კორონაკრიზისის ეფექტიანი მმართვის შესახებ.
ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ ვერ უზრუნველყო სამედიცინო სექტორის სათანადო მომზადება ინფიცირებულთა რიცხვის მატებისათვის.
„გახარიას განცხადებამ პირდაპირ გამოავლინა ის, რომ აბსოლიტური ილუზია და მითი იყო თავიდანვე ქართული ოცნების განცხადება მთავრობის მიერ კორონაკრიზისის ეფექტიანი მართვის შესახებ. ჩვენ დღეს მკაფიოდ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სამედიცინო სექტორის სათანადო მომზადება ინფიცირებულთა რიცხვის მატებისათვის და გახარიას განცხადება, რომ სამედიცინო სექტორის რესურსი არ არის შეუზღუდავი პირდაპირი მინიშნებაა, რომ ჩვენ შეიძლება მათი არასწორი ქმედების გამო აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს მასშტაბით არ იქნება სამედიცინო სექტორში საკმარისი, საწოლები, შეიძლება სასუნთქი აპარატები და ეს პირდაპირი ვალდებულებაა ივანიშვილის მთავრობის.“
მასალის გამოყენების პირობები






