ეს არის მორიგი, ძალიან ადვილად გამოსაცნობი წინასაარჩევნო ფარსი ივანიშვილის გულმოწყალების შესახებ - ირაკლი აბესაძე
პოლიტიკა - 13:59, 05 Oct, 2020     801
ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენებას ეხმაურება.

აბესაძის თქმით, ეს არის კიდევ ერთი წინასაარჩევნო მოსყიდვის მცდელობა ივანიშვილის მხრიდან. აბესაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმეში ასევე იკვეთება შესაძლო ფულის გათეთრების სქემა.

„ეს არის მორიგი, ძალიან ადვილად გამოსაცნობი წინასაარჩევნო ფარსი ივანიშვილის გულმოწყალების შესახებ. გავიხსენოთ თუმდაც 2018 წლის ვალების ჩამოწერა, როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ 4 მილიარდი ლარის ვალები ჩამოწერეს, რომელიც ფონდ ქართუს მხოლოდ 38 მილიონი ლარი დაუჯდა და ახლა გვარწმუნებენ, რომ წინასაარჩევნოდ იპოდრომის ტერიტორიის სახელმწიფოსთვის გადაცემა, ეს არის უპეცენდენტო ქველმოქმედება და გულმოწყალება.

სინამდვილეში, ამის უკან დგას ის, რომ ივანიშვილმა სახელმწიფოს დაუბრუნა აქტივი, რომლისგანაც ის ვერანაირ ეკონომიკურ მოგებას ვერ ნახულობდა და ვერც ნახავდა. ყველას კარგად ესმის, რომ იქ შეიძლება მხოლოდ გაკეთებულიყო პარკი და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტებითაც ეს ასეა.

მეორე, ამ გადაცემით, ივანიშვილმა რეალურად ნახა მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ივნისში, როდესაც ივანიშვილმა, მის საკუთრებაში არსებული კომპანიისგან, ფონდი ქართუს მეშვეობით, 60 მილიონ ლარად გამოოსყიდა ეს ტერიტორია. ანუ მან ფონდ ქართუში ოფშორული კომოპანიებისგნა შემოწირული 60 მილიონი ლარი გადაიტანა თავისი ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში და დღეს ირკვევა, თუ რატომ გააკეთა ეს.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ივანიშვილს ჰქონდა განზრახვა ტერიტორის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, მაშინ მას შეეძლო ეს გაეკეთებინა საკუთარი შპს - თიც და ამ შემთხვევაშიც ეს ოპერაცია იქნებოდა უსასყიდლო და ივანიშვილს დამატებითი გადასახადების გადახდა აღარ მოუწევდა. ამის ნაცვლად, მან აიღო ოფშორული კომპანიებიდან ჩამორიცხული 60 მილიონი ლარი, გადაიტანა შპს- ში, მაშინვე დავსვით კითხვები, ხომ არ იყო ეს ფულის გათეთრება და რამდენად კანონიერი წარმომავლობის იყო ეს თანხა და რაც მთავარია, რა მიზანი ჰქონდა საქველმოქმედო ფონდიდან, სადაც თანხების ხარჯვაზე მეტი კონტროლი აქვს სახელმწიფოს, ფულის გადატანას საკუთარ შპს-ში. თუ მას უნა ეჩუქებინა ეს სახელმწიფოსთვის, მაშინ დასტურდება ჩვენი მაშინდელი ვარაუდები, რომ დიდი ალბათობით ეს არის ფულის გათეთრება და დიდი ალბათობით ამ თანხის დიდ ნაწილს ივანიშვილი მოახმარს წინასაარჩევნოდ, უკანონოდ ხარჯვასა და მოსყიდვის მცდელობას საზოგადოებაზე.

ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის ამ მოჩვენებით ქველმოქმედებას მიჩვეულია, ეს არ იქონიებს რაიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას ამომრჩეველზე, უბრალოდ ეს არის მორიგი დადასტურება თუ როგორ უკანონოდ მოქმედებს ივანიშვილი და ქართული ოცნება და როგორ ცდილობს საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს და ეს ყველაფერი წარმოაჩინოს ქველმოქმედებად.“ -აცხადებს აბესაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42