მივმართავთ მარეგულირებელ კომისისას, დართოს ნება ტელეკომპანიებს , რომ ჩვენი კლიპი იყოს გაშვებული - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 13:40, 05 Oct, 2020     647
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე, პარტიის საარჩევნო კლიპზე მარეგულირებელ კომისიას მიმართავს, რომ ტელევიზიებს დართონ ნება გაუშვან ეს კლიპი მათ ეთერში.

კაპანაძის თმით, კლიპში ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ორ ტელეკომპანიას, იმედსა და მთავარს ეს კლიპი ჯერ არ განუთავსებიათ, მიზეზად კი ნახსენებია ის, რომ მარეგულირებელი კომისია კრძალავს ისეთი კლიპის განთავსებას, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიგურირებს.

კაპანაძე მოუწოდებს მარეგულირებელ კომისიას მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს იქნება მათი მხრიდან ჩარევა გამოხატვის თავისუფლებასა და პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში.

„რამდენიმე დღის წინ ევროპულმა საქართველომ გაუშვა წინასაარჩევნო კლიპი, რომელშიც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პრობლემა და ჭაობში ტოვებს საქართველოს, ხოლო ნაციონალუირ მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სააკაშვილი ასევე არის ჩვენთვის მიუღებელი არჩევანი.

ეს კლიპი რამდენიმე ტელევიზიამ უკვე განათავსა ეთერში, თუმცა ჯერ კიდევ არ განუთავსებია ორ ტელევიზიას, მთავარს და იმედს. ჩვენ ვიცით, რომ მიზეზი, რის გამოც მთავარმა არ განათავსა არის მარეგულირებელი კომისიის აქამდე არსებული პრაქტიკა და გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს ისეთი ტიპის კლიპების განთავსებას, რომელშიც ფიგურირებს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ბუნებრივია, ეს არის განსაკუთრებული ვითარება, რადგან ბატონი სააკაშვილი არის ნომინირებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მარეგულირებელ კომისისას, რომელსაც ასევე მიმართა ტელეკომპანია მთავარმა, რომ უმოკლეს ვადაში გააკეთოს საღი აზრის ფარგლებში ერთადერთი სწორი განმარტება და ინტერპრეტაცია, რომელიც ამ საკითხზე შეიძლება არსებობდეს და დართოს ნება, რომ ეს კლიპი იყოს გაშვებული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მათი მხრიდან სერიოზული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში და პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რომელსაც სურს კონკრეტული გზავნილი მიიტანოს მოსახლეობამდე.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42