აუცილებელია პოლიტიკური დებატების მოწყობა კონკურენტებს შორის - არმაზ ახვლედიანი
პოლიტიკა - 12:32, 05 Oct, 2020     715
ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, კონკურენტებს მიმართავს, რომ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში.

ახვლედიანის თქმით, აუცილებელია დებატების გამართვა, რათა საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს მკაფიო აზრი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე. ახვლედიანი მიმართავს ადგილობრივ და ცენტრალურ ტელევიზიებს, საერთაშიროსო ორგანიზაციებს, რომ უზრუნველყონ დებატების ჩატარება.

„მოვუწოდებ კონკურენტებს-დებატები უალტერნატივოა!

4 ოქტომბერს ამომრჩეველთან კარდაკარ შეხვედრების დაწყება გვქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ბათუმში, ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, უარი ვთქვით ამ ნაცად, საკმაოდ ეფექტურ წინასაარჩევნო მეთოდზე - არავითარი საარჩევნო იდეა თუ მიზანი არ გვიღირს იმად, რომ თუნდაც ერთ ადამიანს შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემა! ვიარეთ ეზოებში დისტანციის დაცვით, ღია სივრცეებში ვესაუბრეთ ბათუმელებს და მათი აბსოლუტური უმრავლესობის გულითადი მხარდაჭერა მივიღეთ.

ამ დღემ ერთი საგულისხმო აზრი ჩამომიყალიბა: როგორც არასდროს, დღეს აუცილებელია პოლიტიკური დებატების მოწყობა კონკურენტებს შორის.

ნუ შევაწუხებთ, ნუ ჩავაგდებთ საფრთხეში ჩვენს ამომრჩეველს, უარი ვთქვათ "კარდაკარის" პრინციპზე და მთელი ყურადღება გადავიტანოთ სწორედ დებატებზე, სადაც ყველას გვექნება შესაძლებლობა, მედიასაშუალებებისა თუ სამოქალაქო სექტორის სივრცეებში,

თანაბარ, სამართლიან გარემოში ვთქვათ ჩვენი სათქმელი და ვუპასუხოთ მოდერატორის თუ ერთმანეთის შეკითხვებს. მოვუწოდებ კონკურენტი პარტიების, უპირველესად კი “ქართული ოცნების” ხელმძღვანელებს და მაჟორიტარ კანდიდატებს ბათუმში ამ ვითარების გათვალისწინებით, ახლა მაინც დათანხმდეთ დებატების უალტერნატივო, სამართლიან მეთოდს!

მოვუწოდებ მედია საშუალებებს, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეერთებული შტატების და ევროპის კავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და წევრი სახელმწიფოების ელჩებს, ეუთოს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ ასეთი დებატების ჩატარება ბათუმში. ეს არის აპრობირებული, საუკეთესო ფორმა, რომ ამომრჩეველმა გააკეთოს სწორი, ინფორმირებული არჩევანი! ეს არის უმნიშვნელოვანესი გზა დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ლეგიტიმური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად!“ -აცხადებს ახვლედიანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42