ნინო ბურჯანაძე ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ჩავიდა
პოლიტიკა - 12:06, 05 Oct, 2020     741
მცოცავი ოკუპაცია და ადამიანების გატაცება - ამ პრობლემებზე ისაუბრა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც შიდა ქართლის ე.წ. საზვღვრისპირა სოფლებში პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ჩავიდა.

პარტიის ლიდერი ბეშუეთის და ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა, სადაც კონფლიქტის მოგვარებისა და ბორდერიზაციის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა.

„ეს არის ტრაგედია, თქვენ წაგართვეს საფლავები, ყოველდღიურად გართმევენ მიწას. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ სწორედ მე და ჩემი გუნდი ვართ ის ძალა, რომელსაც შეუძლია მცოცავი ოკუპაციის პრობლემის მოგვარება. ჩვენ გვაქვს ძალა, გამოცდილება და გამბედაობა გავჩეროთ ბორდერიზაცია.“ - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ბეშუეთისა და ნიქოზის ამომრჩევლებს.

მხარდამჭერებმა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ მოსახლეობას აქვს ისეთი პრობლემები, როგორიცაა საძოვრები, სარწყავი და სასმელი წყალი. ასევე ისაუბრეს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, რომელიც ბეშუეთისა და ნიქოზის სოფლებში განსაკუთრებულად მძიმეა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი მობრძანდა ხელისუფლებაში, ბეშუეთში სასმელი და სარწყავი წყალი არ აქვთ. არა იმიტომ რომ ამ პრობლემის მოგვარება არის შეუძლებელი, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა წყლის მიწოდების მთელი რესურსი საკუთარ ნაკვეთებში გადაიტანეს და მოსახლეობისათვის მარაგი არასკმარისი აღმოჩნდა.

„ბატონო ბიძინა, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ აპირებთ თქვენ 50%-ის და მეტის აღებას, როდესაც ყველა რაიონში, ყველა სოფელში ადამიანები არიან უკიდურესად გაჭირვებში, ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად იზრდება და ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებმა ადამიანებმა არ იციან, რა წამს გაავლებენ მათ ჭიშკართან საზღვარს. ჩვენ ამას დავასრულებთ, დავასრულებთ მშვიდობიანად არჩევნების გზით და შევძლებთ, რომ ქვეყანას ვუპატრონოთ.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42