31 ოქტომბრის არჩევნები არის დღე, რომელმაც უნდა მოიტანოს კრიზისიდან გამოსვლა, წინსვლა და გარდამტეხი ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 11:19, 05 Oct, 2020     545

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ქობულეთის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირინა აფხაზავა წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ და ირინა აფხაზავამ მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს.

დავით ბაქრაძის თქმით, იმ უიმედობას, უპერსპექტივობას, სიღარიბესა და გაჭირვებას, რომელიც ქობულეთში არის , აუცილებლად დაასრულებს 31 ოქტომბრის არჩევნები. ირინა აფხაზავას თქმით, ევროპული საქართველოს გეგმა აუცილებლად მოუტანს ქობულეთს ახალ შესაძლებლობებს.

„ქობულეთი არის მაგალითი იმის, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული საქართველოს ვალდებულება, შეამციროს გადასახადები და საგადასახადო შეღავათები მისცეს მცირე ბიზნესს. აქ, ამ ქალაქში, პრაქტიკულად მთელი მცირე ბიზნესი, მცირე სასტუმრო არის გაჩერებული, ადამიანები დარჩნენ შემოსავლევის გარეშე, კრედიტებით და ვალებით და ამიტომ, მეტი თანხა და სამუშაო ადგილი ბიზნესს და ნაკლები გადასახადი და ფული მთავრობას.

ეს არის ის ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად და 31 ოქტომბრის არჩევნები გახლავთ სწორედ ის დღე, რომელმაც უნდა მოიტანოს კრიზისიდან გამოსვლა, წინსვლა და გარდამტეხი ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის.“ -განაცხადა დავით ბაქრაძე.

„მნიშვნელოვანი გავითავისოთ, რომ არ არის გვიანი გარდამტეხი ცვლილებებისათვის, იმისათვის, რომ უარი ვუთხრათ წარსულს და დღევანდელობას. 31 ოქტომბრიდან ერთად მივმართოთ კომპასი იმ გარდამტეხი ცვლილებებისათვის, რაც მოუტანს თითოეულ მოქალაქეს გაორმაგებულ პენსიას, გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას, უსაფრთხოებას და მეტ კეთილდღეობას.“ - განაცხადა ირინა აფხაზავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42