გარდამტეხი ცვლილებების გეგმით ჩვენ მოვუტანთ როგორც ტყიბულს, ისე მთლიან საქართველოს ახალ შესაძლებლობებს - გიგი წერეთელი
პოლიტიკა - 16:15, 04 Oct, 2020     1070
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ტყიბულის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ და გიგი წერეთელმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს.

დავით ბაქრაძის თქმით, იმ უიმედობას, უპერსპექტივობას, სიღარიბესა და გაჭირვებას, რომელიც ტყიბულში არის , აუცილებლად დაასრულებს 31 ოქტომბრის არჩევნები. გიგი წერეთლის თქმით, ევროპული საქართველოს გეგმა არის კონკრეტული და ყველა იმ პრობლემას ეხება, რაც აწუხებთ ადგილობრივებს. წერეთელმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს გეგმა აუცილებლად მოუტანს როგორც ტყიბულს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხ ცვლილებებს.

„ტყიბული არის ერთ-ერთი მაგალითი არასწორი მართვის და სოციალური უსამართლობის, როდესაც რაიონი, სადაც არსებობს უზარმაზარი ბუნებრივი სიმდიდრე, ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და ტყიბულელებს აწუხებთ ის ყველაფერი, რაც აწუხებთ დღეს მთლიანად საქართველოს. უგზოობა, უწყლობა, უგაზობა, უმუშვერობა, სიღარიბე, გაძვირებული ფასები, ეს არის მაგალითი ქვეყნის არასწორი მართვის და ჩვენი შანსი, რომ შევცვალოთ ქვეყნის არასწორი მართვა, რომ ხალხმა იცხოვროს უკეთ, რომ რაიონებს დარჩეთ მეტი კეთილდღეობა იქიდან, რასაც გამოიმუშავებენ და ადამიანებს ჰქონდეთ სამსახური. ჩვენი შანსი არის 31 ოქტომბერი, რომ დამთავრდეს ეს მძიმე გაჭირვება, უმუშევრობა, უიმედობა, უპერსპექტივობა და მოვიდეს გარდამტეხი ცვლილებები.

ამის განწყობა არის როგორც ტყიბულში, ისე მთლიან საქართველოში. მთავარია, რომ ყველა ადამიანმა გაიაზროს, 31 ოქტომბერი არის მათი შანსი შეცვალონ საკუთარი ცხოვრება, შეცვალონ საკუთარი რაიონი და შეცვალონ საკუთარი ქვეყანა უკეთესობისაკენ.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„შევხვდით ტყიბულის მოსახლეობას, ვისაუბრეთ ჩვენ გეგმებსა და პროგრამაზე, როგორ ვაპირებთ გარდამტეხი ცვლილებების მოტანას, იმ ვითარებაში რაც დღეს არის, გადასახადების შემცირებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაორმაგებით და მძიმე ინფრასტრუქტურილი პრობლემების მოწესრიგებით აუცილებლად მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს.

ამ ქალაქში, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, ყველანაირი, შრომითი, ტურისტულიც და კულტურულიც და ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამას სჭირდება მხარდამჭერი და მოამაგე.

მე მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ, ჩემს მიმართ და ეს არის ძალიან დიდი ვალდებულება, რომელიც გამაჩნია. მე აუცილებლად ვეცდები, რომ მათი იმედები გამართლდეს.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42