საპროტესტო აქცია ბოლნისში - ადგილობრივი მაცხოვრებლები იუსუპოვის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ
პოლიტიკა - 15:53, 04 Oct, 2020     1552
ბოლნისში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს - ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტის არიფ იუსუპოვის გათავისუფლებას ითხოვენ.

„არიფ იუსუპოვის დაკავების მიზეზი ისაა, რომ იგი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. ჩვენ არ გვინდა შიშში ცხოვრება. ვითხოვთ იუსუპოვის გათავისუფლებას“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წევრებიც. მათი განცხადებით ხელისუფლება ტოტალურ ძალადობაზეა გადასული, რადგან წინასწარ აცნობიერებს, რომ არჩევნებს წააგებს, თუმცა ეს ძალადობრივი ქმედებები მას მხარდამჭერთა რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„იუსუპოვის დაკავება ხელისუფლების თავგასულობაზე მიუთითებს. ადამიანი არის დაზარალებული, ჩხუბში ნაცემი და მას იჭერენ. კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავუძლოთ "ოცნების" მმართველობას და ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში“ - განაცხადა "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარმა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს პოლიცია იუსუპოვის სახლთან მივიდა და მის დაკავებას შეეცადა. აქტივისტს "ოცნების" მხარდამჭერებზე მომხდარ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა მეზობლებისა და იუსუპოვის ოჯახის წევრების წინააღმდეგობის გამო მისი დაკავება ვერ მოახერხეს.

მოგვიანებით, არიფ იუსუპოვი ბოლნისის პოლიციას თავად ჩაბარდა. მანამდე, 27 სექტებერს, ის სასტიკად სცემეს „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის აქტივისტებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42